მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპარლამენტარი ფერნანდ კართაიზერი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს
ევროპარლამენტარი ფერნანდ კართაიზერი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს

ევროპარლამენტარი ფერნანდ კართაიზერი: ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტარმა ლუქსემბურგიდან ფერნანდ კართაიზერმა 11 მაისს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შედეგები გააკრიტიკა.

კართაიზერის თქმით, 11 მაისს გამართულ საბჭოზე ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კრახი გამოაშკარავდა. ევროდეპუტატის თქმით, როცა საქმე უკრაინაში ომის დასრულებას ეხება, ევროპა კვლავ ნულოვანი დიპლომატიისა და მეტი სანქციის პოლიტიკას მიმართავს.

კართაიზერი აღნიშნავს, რომ სერიოზული სამშვიდობო ინიციატივის გარეშე ევროპა პოლიტიკურ ჩიხშია შესული. სანქციების პოლიტიკა კი უშუალოდ ევროპის ეკონომიკას და ევროკავშირის დიპლომატიურ აქტუალობას აზარალებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთი კვლავ აგრესიის, ომის კონტექსტში განიხილეს. სხვათა შორის, ამერიკელები ამ გამოთქმას არ იყენებენ, რადგან ძალიან კარგად იციან, თუ რაში მდგომარეობს რეალური კრიზისი. ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა კრახს განიცდის. ვინც დიალოგს ემხრობა, მათ ბლოკავენ ისინი, ვინც ფანატიკურად ეწინააღმდეგებიან დიალოგს. ასეთები არიან კაია კალასი და ზოგიერთი წევრი სახელმწიფო, მათ შორის, სამწუხაროდ, გერმანიაც, რომელიც ამ ათწლეულის ბოლოსთვის აშკარად რუსეთის წინააღმდეგ ომისკენ მიისწრაფვის. ვერანაირ სარგებელს ვერ ვხედავ დიალოგისადმი სრული წინააღმდეგობის პოლიტიკის გაგრძელებაში. ჩვენ ახლა ვხედავთ, რომ ვართ ჩიხში, რომელიც ევროკავშირზე უარყოფითად აისახება. სანქციები ანადგურებს ჩვენს ეკონომიკას“, - განაცხადა კართაიზერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი