მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა შიდა მარაგები შეინარჩუნოს
Financial Times: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა შიდა მარაგები შეინარჩუნოს

Financial Times: დიდმა ბრიტანეთმა ევროპაში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა შიდა მარაგები შეინარჩუნოს

იმედი|imedinews.ge

დიდმა ბრიტანეთმა ევროპელ მეზობლებთან გასულ თვეში ელექტროენერგიის ექსპორტი დროებით შეზღუდა, რათა სიცხეების პერიოდში ქვეყნის შიდა ელექტრომომარაგების საიმედოობა უზრუნველეყო. ინფორმაციას Financial Times-ი ეროვნული ენერგეტიკული სისტემის ოპერატორის (NESO) ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული NESO-ს ინფორმაციით, საბითუმო ბაზრის მონაწილეებს ივლისში რამდენიმე საათის განმავლობაში აეკრძალათ ელექტროენერგიის ექსპორტი ბრიტანეთის 10 საერთაშორისო ენერგოკაბელიდან ოთხის მეშვეობით, რათა ქვეყანას საკუთარი მოხმარებისთვის საკმარისი ელექტროენერგია დარჩენოდა.

ეს შეზღუდვები იმ ფონზე დაწესდა, როდესაც ბრიტანეთის ენერგოსისტემა ზაფხულის თვეებშიც მზარდი დატვირთვის წინაშე დგას. აქამდე ზაფხული ტრადიციულად ზამთართან შედარებით ნაკლებად პრობლემურ პერიოდად მიიჩნეოდა, წერს გამოცემა.

ამასთან, NESO-ს საქმიანობას იკვლევენ ივნისში მომხდარი ინციდენტის გამოც, როდესაც ელექტროენერგიის სისტემის სიხშირე თითქმის ორი საათის განმავლობაში ოპერაციულ ნორმაზე დაბალი იყო.

როგორც გამოცემა იუწყება, ზაფხულის პერიოდი ევროპაში სულ უფრო რთული ხდება, რადგან მაღალი ტემპერატურა კონდიციონერებზე მოთხოვნას ზრდის, ხოლო ელექტროსადგურების მუშაობის ეფექტიანობას ამცირებს.

გვალვამ ევროპაში ასევე გამოიწვია ატომური ელექტროსადგურების ნაწილობრივი გაჩერება, რადგან რეაქტორების გასაგრილებლად მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა.

როგორც დიდი ბრიტანეთი, ისე კონტინენტური ევროპის ქვეყნები ელექტროენერგიის ბალანსის შესანარჩუნებლად მეზობელ ქვეყნებთან ენერგოვაჭრობაზე მნიშვნელოვნად არიან დამოკიდებულნი, აღნიშნულია სტატიაში.

თუმცა ელექტროენერგიის ნაკადების მიმართულება ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად მოკლე დროში შეიძლება შეიცვალოს. ამასთან, ნორვეგიამ ელექტროენერგიის ფასებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო ახალი საერთაშორისო ენერგოკაბელების მშენებლობა 2029 წლამდე შეაჩერა.

როგორც Financial Times-ი წერს, ელექტროენერგიის სისტემის სტაბილურობის შესანარჩუნებლად მიწოდება და მოხმარება მუდმივად უნდა იყოს დაბალანსებული, რათა მასშტაბური გათიშვები თავიდან აიცილონ.

NESO-ს დიდი ხანია აქვს უფლება, საჭიროების შემთხვევაში ოთხ საერთაშორისო ენერგოკაბელზე იმპორტი და ექსპორტი შეზღუდოს.

Financial Times-ის მიერ გაანალიზებული მონაცემების მიხედვით, 24 ივლისს დილისა და საღამოს საათებში, ასევე 29, 30 და 31 ივლისის საღამოს Nemo, Viking, North Sea Link და Eleclink-ის საერთაშორისო ენერგოკაბელებზე მომდევნო დღის საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიის ექსპორტის მაქსიმალური მოცულობა ნულამდე შემცირდა.

აღნიშნული ენერგოკაბელები დიდ ბრიტანეთს ბელგიასთან, დანიასთან, ნორვეგიასა და საფრანგეთთან აკავშირებს. იმ პერიოდში როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე ევროპის სხვა ქვეყნებში მაღალი ტემპერატურა ფიქსირდებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 93 სტატია.

  • ევროპის სახელმწიფოები კონტრაბანდული თამბაქოს პროდუქტების გამო ყოველწლიურად €22.4 მილიარდს კარგავენBM.GE
  • დონალდ ტრამპი: ევროპამ არალეგალური მიგრაცია უნდა შეაჩეროსრუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →

მსგავსი სტატიები

ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს

ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს

იმედი

ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს

ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

ზურაბ აბაშიძე: რუსთაველის გამზირის განახლება ნიშნავს ისტორიული მემკვიდრეობის შენარჩუნებას, თანამედროვე ურბანული გარემოს შექმნას და მნიშვნელოვან ინვესტიციას თბილისის მომავალში

იმედი

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესთან დაკავშირებით გაკეთებული ცილისმწამებლური განცხადება, ვეტერანებმა დაგმეს