მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მიღებისას ბერძნული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს
Financial Times: ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მიღებისას ბერძნული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს

Financial Times: ევროკავშირი ანტირუსული სანქციების მიღებისას ბერძნული კომპანიებისთვის გამონაკლისს დაუშვებს

იმედი|imedinews.ge

ბერძნული კომპანია Dynagas-ი რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის გადაზიდვას ევროკავშირის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციების პირობებშიც გააგრძელებს. ინფორმაციას Financial Times-ი სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შეთანხმება, რომელიც დღეს ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებმა უნდა დაამტკიცონ, ევროკავშირის კომპანიებს კიდევ 12 თვის განმავლობაში მისცემს უფლებას, რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირი მესამე ქვეყნებში გადაიტანონ. წყაროების ცნობით, ეს ვადა საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, გაგრძელდეს.

ამავე დროს, ევროკავშირის ქვეყნები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივებენ რუსულ ნავთობზე დაწესებულ ფასის ზედა ზღვარს, რომელიც ბარელზე 44,1 დოლარს შეადგენს. მიზანი კვლავ რუსეთის მიერ წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შეზღუდვაა.

არსებული მექანიზმის მიხედვით, ეს ზღვარი ხუთშაბათს ავტომატურად უნდა გაზრდილიყო, რადგან იგი მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასს უკავშირდება. გუშინ აშშ-სა და ირანს შორის ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებების ფონზე, ნედლი ნავთობის ფასი ექვსკვირიან მაქსიმუმს, ბარელზე 95 დოლარს გასცდა. ამასთან, ჰორმუზის სრუტეში გემების გადაადგილება თითქმის მთლიანად შეჩერდა.

ევროკავშირმა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან დღემდე მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების 20 პაკეტი მიიღო. ევროკომისია და რამდენიმე წევრი სახელმწიფო ბოლო, 21-ე პაკეტში რუსული გათხევადებული გაზის მესამე ქვეყნებში გადაზიდვის სრულ აკრძალვას მოითხოვდნენ, თუმცა ამ ინიციატივას სხვა ქვეყნებმა მწვავე წინააღმდეგობა გაუწიეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს მათ ეკონომიკურ ინტერესებს დააზიანებდა.

ბოლო მომენტში მიღწეული კომპრომისი, გამოცემის ცნობით, ათენისა და კიდევ რამდენიმე ევროპული დედაქალაქის ძლიერი წინააღმდეგობის შედეგი გახდა. მათი არგუმენტი იყო, რომ აკრძალვა კონკრეტულ კომპანიებსა და ეკონომიკის ცალკეულ სექტორებს მნიშვნელოვნად დააზარალებდა.

განსაკუთრებით აქტიური იყო საბერძნეთი, რომელიც სანქციების შემსუბუქებას კომპანია Dynagas-ის ინტერესების დასაცავად მოითხოვდა. კომპანია მილიარდერ გიორგი პროკოპიუსს ეკუთვნის და საზღვაო მონაცემების პორტალ Equasis-ის ინფორმაციით, 27 გაზმზიდ ტანკერს ფლობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 102 სტატია.

  • სლოვაკეთმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 12 თვით გახანგრძლივება დაბლოკაBM.GE
  • ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის ორწლიანი დროებითი ზომები შეათანხმაფორმულა
  • გაყინული რუსული აქტივების უკრაინის დასახმარებლად გამოყენებას ბელგია ეწინააღმდეგება და საკითხის გადაწყვეტისას ევროკავშირის ქვეყნებს შორის პასუხისმგებლობის სამართლიან გადანაწილებას ითხოვსრუსთავი 2
  • ფაშინიანი: ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის პროცესს მალე დავიწყებთნეტგაზეთი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ

საავიაციო სოფლის გახსნის ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიას გამოჩენას ნინია კაკაბაძისა და ნათია ფანჯიკიძის დაპირისპირება მოჰყვა: ქოცურ ივენთებზე, სადაც კობახიძე სიტყვით გამოდის წესიერ ადამიანს არ უნდა ვხედავდეთ. ნათია, ისე ნუ იზამ შენს მდგომარეობაზეც შევწუხდეთ

იმედი

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

ნატოს სწავლებები ისლანდიის სანაპიროსთან აშშ-ის მონაწილეობის გარეშე პირველად ჩატარდა

იმედი

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა

ვულკანის ამოფრქვევამ ინდონეზიაში ავიამიმოსვლა შეაფერხა

იმედი

ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს

ვუჩიჩი სერბეთის მმართველი პარტიის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს

იმედი