მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. FT: უკრაინას ევროკავშირის ფულით უპილოტო საფრენი აპარატების ჩინური დეტალები შეძენის ნება დართეს
FT: უკრაინას ევროკავშირის ფულით უპილოტო საფრენი აპარატების ჩინური დეტალები შეძენის ნება დართეს

FT: უკრაინას ევროკავშირის ფულით უპილოტო საფრენი აპარატების ჩინური დეტალები შეძენის ნება დართეს

იმედი|imedinews.ge

უკრაინა უპილოტო საფრენი აპარატებისთვის ჩინური კომპონენტები ევროკავშირისგან მიღებული კრედიტის სახსრებით შეძენას შეძლებს, - წერს Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, კიევმა ამ მიზნებისთვის ევროკავშირისგან მიღებული პირველი, ექვსმილიარდიანი ტრანშის ნაწილის გამოყენების სპეციალური ნებართვა მიიღო.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს ევროკავშირის თავდაცვის ინდუსტრიაში არსებულ პრობლემებს, ისევე როგორც ჩინეთის როლს რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარის მომარაგებაში.

ევროკავშირის კრედიტის პირობების თანახმად, ამ თანხით შესყიდული თავდაცვითი პროდუქცია უნდა მოდიოდეს ევროკავშირის ბაზრიდან, უკრაინიდან ან დამტკიცებული პარტნიორებიდან - მაგალითად, კანადიდან. გარდა ამისა, შესყიდვები არ უნდა „ეწინააღმდეგებოდეს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინტერესებს“.

თუმცა, ამ წესებში არსებობს გამონაკლისი: უკრაინას შეუძლია მიმართოს ბრიუსელს ნებართვისთვის, რათა შეიძინოს საქონელი სხვა ქვეყნებში, თუ ასეთი პროდუქციის სწრაფად შესყიდვა შეუძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირის პირობებს აკმაყოფილებენ.

აპრილში ევროკავშირმა უკრაინას 90 მილიარდი ევროს ოდენობის კრედიტის გამოყოფა დაუმტკიცა. ამ თანხიდან 60 მილიარდი ევრო იარაღის შესყიდვისა და წარმოებისთვის არის განკუთვნილი, დარჩენილი 30 მილიარდი კი ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 276 სტატია.

  • უკრაინის დაზვერვა: კრემლი 2026-2027 წლებში 600 000 ჯარისკაცის მობილიზებას აპირებსფორმულა
  • უკრაინის იერიშების გამო, რუსეთში Lukoil-ის ყველა მსხვილი ნავთობქარხანა გაჩერდაBM.GE
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა - ქვეყნის ხელმძღვანელობამ, სამხედრო პირებმა და უცხოელმა პარტნიორებმა პატივი მიაგეს რუსული აგრესიის შედეგად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნასრუსთავი 2
  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →შეძენა →

მსგავსი სტატიები

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

იმედი

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

იმედი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში  ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

იმედი

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

იმედი