
განათლების სამინისტრო: რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გათვალისწინებით, თბილისის N47 საჯარო სკოლა და თბილისის კლასიკური გიმნაზია 15 სექტემბერს სასწავლო პროცესს ჰიბრიდულ ფორმატში დაიწყებენ.
კერძოდ, ახალი სასწავლო წლიდან თბილისის N47 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი:
* 09:00 საათზე დაიწყება I-VI კლასების მოსწავლეებისთვის;
* 12:00 საათზე დაიწყება VII-X კლასების მოსწავლეებისთვის;
* დისტანციურად დაიწყება XI-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში სასწავლო პროცესი:
* 10:00 საათზე დაიწყება V-IX კლასების მოსწავლეებისთვის;
* 14:00 საათზე დაიწყება I-IV კლასების მოსწავლეებისთვის;
* დისტანციურად დაიწყება X-XII კლასების მოსწავლეებისთვის.
ორივე სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყების დროები ისეა გადანაწილებული, რომ სკოლაში მოსწავლეთა ნაკადები ერთმანეთს არ დაემთხვეს და სასწავლო პროცესი ორგანიზებულად წარიმართოს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულებისთანავე ორივე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
ბოდიშს ვუხდით სასკოლო საზოგადოებას ამ დროებითი დისკომფორტის გამო და მადლობას ვუხდით მოთმინებისთვის.
ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
იმედი
წყარო: imedinews.ge