მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოს ეროვნული სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია
გარემოს ეროვნული სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

გარემოს ეროვნული სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია

იმედი|imedinews.ge

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მიმდინარე წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, დევდორაკის ხეობაში განთავსებული განგაშის სისტემის მიერ მოხდა ღვარცოფული პროცესის დეტექცია, რა დროსაც სისტემამ ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს დაუყოვნებლივ გადასცა განგაშის სიგნალი.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ ხეობის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, მყინვარსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არ შეინიშნება ფერდობების ჩამოშლა და კლდეზვავური პროცესების კვალი.

აღნიშნული განგაშის სისტემა მდ. დევდორაკის ხეობაში დამონტაჟებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ და მისი ეფექტიანობა გამოცდილი და აპრობირებულია საგზაო ინფრასტრუქტურასთან ახლოს მდებარე ხეობებისათვის, რა დროსაც შესაძლებელია პროტოკოლით განსაზღვრული ქმედებების მყისიერად განხორციელება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისათვის დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მოხსნილია. სააგენტოს მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან, საპატრულო პოლიციასთან, შემოსავლების სამსახურთან, სასაზღვრო პოლიციასთან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტთან და დარიალ ჰესის ადმინისტრაციასთან კოორდინაციით გაიცა გზის გახსნის რეკომენდაცია“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დევდორაკში დამონტაჟებულ ადრეული გაფრთხილების სისტემასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საფრთხის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • ტრამპი ანკარიდან საიდუმლოდ, ირანის საფრთხის გამო, სხვა თვითმფრინავით გაემგზავრაფორმულა
  • შაკო კუჭაშვილი: ნაცების პროპაგანდის აქტორმა ეკა კვესიტაძემ 2008 წლის აგვისტოს "გასაპრავებლად" მიიწვია სააკაშვილის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით დათაშვილი, რომელიც პირდაპირ იძახის მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ახლობლები გავაფრთხილეორუსთავი 2
  • იტალიის ყველა დიდ ქალაქში უკიდურესი სიცხის გამო საფრთხის უმაღლესი, წითელი დონე გამოცხადდაBM.GE
  • აფხაზეთში უპილოტო საფრთხე გამოცხადდანეტგაზეთი
საფრთხის →

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც

Deutsche Welle: უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც

იმედი

კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და „ოქროს ბურთის“ პერსპექტივა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კვარაცხელიას მორიგი ტრიუმფი და „ოქროს ბურთის“ პერსპექტივა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

სახელმწიფო დეპარტამენტი: ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ამერიკელი დიპლომატების მთავარი ამოცანა საერთაშორისო ასპარეზზე ეროვნული ინტერესების დაცვაა და არა „ვოუქ“ პოლიტიკური დოგმების ერთგულების დემონსტრირება

ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქართულ ფილმს წარადგენს - საკონკურსო განაცხადები 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული კინოცენტრი ამერიკის კინოაკადემიის ჯილდოზე ქართულ ფილმს წარადგენს - საკონკურსო განაცხადები 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი