მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში თბილისში 1075 სამართალდარღვევა გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში თბილისში 1075 სამართალდარღვევა გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში თბილისში 1075 სამართალდარღვევა გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის თანამშრომლებმა, 2026 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, დედაქალაქში 1075 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 8 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

სამართალდარღვევებიდან ყველაზე მეტი - 551, ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტია; 126 - ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევა, 38 - წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობებს დარღვევა, 30 - ნებართვის პირობების დარღვევა/უნებართვო საქმიანობა,24 - წყლის კანონმდებლობის დარღვევა, 10 - მიწის კანონმდებლობის დარღვევა, ასევე 10 - თევზჭერის წესების დარღვევა, 9 - უკანონო ტყით სარგებლობა, 277 კი - სხვა დარღვევა.

გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის დედაქალაქშიც მუდმივ და ეფექტიან კონტროლს ახორციელებს როგორც გარემოსდაცვითი პატრულირების, ისე ინსპექტირების მიმართულებით. პარალელურად, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 198 სტატია.

  • დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი თბილისში მომდევნო კვირას იქნება - მინისტრიBM.GE
  • თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი ავტობუსის ავარიამ ექვსი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლაფორმულა
  • ენმ-ს საგანგებო ბრიფინგი თბილისის საერთაშორისო აეროპორტთანტვ პირველი
  • 1-ელ სექტემბერს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალირუსთავი 2
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

ტრამპი: სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვში ომის დასრულების კონკრეტულ წინადადებას ჩაიტანენ

იმედი

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

იმედი

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

ტრამპი: მე ვესაუბრები პუტინს, მას ძალიან კარგად ვიცნობ - პუტინი ნატოს ტერიტორიაზე თავდასხმას არ გეგმავს

იმედი

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსანი თაღლითური ქოლ-ცენტრების მფარველობის ბრალდებით დააკავეს

იმედი