
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს
იმედი|imedinews.ge
ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი საერთაშორისო არტისტებს მასპინძლობს.
18 კორეელი მხატვრის ნამუშევარი თვითგამოხატვის ახალი ფორმების მუდმივ ძიებას ასახავს და თანამედროვე სამყაროს სოციალურ, კულტურულ და გარემოსდაცვით თემებს ეხება.
გამოფენა დამთვალიერებელს სთავაზობს, დაინახოს, როგორ პასუხობენ სრულიად განსხვავებულ სოციოკულტურულ გარემოში მოღვაწე ხელოვანები იმ შეკითხვებს, რომელიც თანამედროვეობის ყველასთვის აქტუალურ და მნიშვნელოვან პრობლემატიკას ეხმაურება.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge