მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გეოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
გეოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

გეოლოგიის დარგში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს პრეზიდენტმა გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსს, გეოლოგიის დოქტორ მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი გადასცა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

სახელმწიფო ჯილდო მერაბ გაფრინდაშვილს საქართველოში გეოლოგიის დარგის განვითარების და ამ სფეროში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

„მადლობა საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი ქვეყნისთვის გამორჩეულად საპატივცემულო ადამიანის, გეოლოგიის დარგის ღირსეული წარმომადგენლის, მერაბ გაფრინდაშვილის ღვაწლის დაფასებისთვის. ბატონი მერაბი თითქმის ნახევარი საუკუნეა ამ სფეროს ემსახურება. მისი საქმიანობა არაერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას და დარგის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს უკავშირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია ისეთი დეფიციტური და სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერა და წახალისება, როგორიც გეოლოგიის სფეროა“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ დაჯილდოების ცერემონიას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ დავით სონღულაშვილთან ერთად, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური და მერაბ გაფრინდაშვილის ოჯახის წევრი ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრეზიდენტი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 128 სტატია.

  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • "სამწუხაროდ, ყოფილი პრეზიდენტი ყალიბდება ერთ-ერთ მთავარ კლოუნად სახელმწიფოში, რაც არის ტრაგიკული" - ლევან მახაშვილირუსთავი 2
  • "დროა, ომი შეაჩეროთ და მოლაპარაკებებზე გადახვიდეთ" - ყაზახეთის პრეზიდენტი პუტინსBM.GE
  • რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყებაფორმულა
პრეზიდენტი →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი