მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიის ვიცე-კანცლერი: ახლა ნამდვილად არ გვჭირდება დონალდ ტრამპის არანაირი რჩევა - მან საკუთარ ქაოსს უნდა მიხედოს
გერმანიის ვიცე-კანცლერი: ახლა ნამდვილად არ გვჭირდება დონალდ ტრამპის არანაირი რჩევა - მან საკუთარ ქაოსს უნდა მიხედოს

გერმანიის ვიცე-კანცლერი: ახლა ნამდვილად არ გვჭირდება დონალდ ტრამპის არანაირი რჩევა - მან საკუთარ ქაოსს უნდა მიხედოს

იმედი|imedinews.ge

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბაილმა დაიცვა კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეერთებული შტატების მხრიდან კრიტიკისგან და პასუხი გასცა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

კლინგბაილის განცხადება მოჰყვა ტრამპის თავდასხმას მერცზე, სამთავრობო პოლიტიკასა და მთლიანად გერმანიაზე, რაც გამოწვეული იყო კანცლერის მტკიცებით, რომ თეირანმა ვაშინგტონი „დაამცირა“.

კლინგბაილმა, რომელიც ამავდროულად გერმანიის ფინანსთა მინისტრიცაა, განაცხადა, რომ ირანის ომის ფონზე მის ქვეყანას ტრამპის რჩევები არ სჭირდება.

მან აშშ-ის პრეზიდენტს მოუწოდა, ამის ნაცვლად, სამშვიდობო მოლაპარაკებების უზრუნველყოფაზე მოახდინოს ფოკუსირება.

„ჩვენ ახლა ნამდვილად არ გვჭირდება დონალდ ტრამპის არანაირი რჩევა. მან საკუთარ ქაოსს უნდა მიხედოს. მან უნდა უზრუნველყოს, რომ ირანში ახლა სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები იმართებოდეს. ამას ვამბობ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე დღის გათვალისწინებით, როდესაც ის გერმანიის მთავრობასა და კანცლერს აკრიტიკებდა“, - განაცხადა კლინგბაილმა.

კლინგბაილმა დასძინა, რომ ევროპისთვის გადამწყვეტია იყოს ეკონომიკურად საკმარისად ძლიერი, „რათა არავის მივცეთ ჩვენი დაშანტაჟების უფლება“. მან ასევე აღნიშნა: „არ მინდა, რომ დამოკიდებულნი ვიყოთ იმაზე, თუ რა განწყობაზე იქნება დონალდ ტრამპი დღეს ან ხვალ“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ტრამპი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 222 სტატია.

  • Economist: დონალდ ტრამპის მხარდაჭერის რეიტინგი ისტორიულ მინიმუმამდეა დაცემულიფორმულა
  • ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიებზე ვისაუბრეთ - ზელენსკიBM.GE
  • მთავრობის ადმინისტრაცია ასაჯაროებს ტრამპის სამადლობელ წერილს 4 ივლისის მილოცვაზენეტგაზეთი
  • ისრაელის ხელისუფლებამ აშშ-ს სადაზვერვო მონაცემები გადასცა, რომლის მიხედვითაც, ირანმა ტრამპის მკვლელობის ახალი გეგმა შეიმუშავარუსთავი 2
ტრამპი →

მსგავსი სტატიები

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

იმედი

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას