მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა - მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა - მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

იმედი|imedinews.ge

მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა ყაველაშვილმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა. მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, გაათვითცნობიერეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს, - წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, სოციალურ ქსელში.

ანალიტიკოსის განცხადებით, სახელმწიფომ, იმ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეცდომის გამოსწორების და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მისცა. მისივე შეფასებით, „ნაცბაბლის“ ე.წ. სოლიდარობა ძალადობის ჩამდენთა მიმართ ყალბად გამოიყურება.

"ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია — სახელმწიფომ ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობა აიღეს, შეცდომის გამოსწორებისა და ცხოვრების თავიდან დაწყების შესაძლებლობა მისცა.

ახლა ყველაფერი მათზეა დამოკიდებული. იმედია, ისინი ამ შესაძლებლობას სწორად გამოიყენებენ, ჭკუას ისწავლიან და გააცნობიერებენ, რომ ქუჩის ძალადობრივ დაპირისპირებაში საკუთარი თავის აგენტოკრატიის ჭანჭიკებად ქცევა საბოლოოდ ისევ მათ აზარალებს. თუ მათი მაგალითი სხვებსაც დააფიქრებს და ძალადობის გზაზე დამდგარ ადამიანებს საკუთარი დანაშაულის აღიარებისა და მონანიებისკენ უბიძგებს, ეს შეწყალების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. ამ ფონზე „ნაცბაბლის“ ე.წ. სოლიდარობა ძალადობის ჩამდენთა მიმართ კიდევ უფრო ყალბად გამოიყურება. ადამიანის მიმართ ნამდვილი სოლიდარობა მისი შეცდომის გამართლებაში კი არა, მისთვის საკუთარი შეცდომის გააზრებაში, პასუხისმგებლობის აღებასა და მის აღარ გამეორებაში ხელშეწყობაში მდგომარეობს."- წერს აბაშიძე.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 226 პირი შეიწყალა, რომელთა შორის, ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებიც არიან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 33 სტატია.

  • უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართატვ პირველი
  • ხაბეიშვილი: ერთმანეთის ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმაფორმულა
  • ეკა კუპატაძე შეუერთდა თამარ ბაჩალიაშვილის დედის აქციას პროკურატურასთანნეტგაზეთი
  • ესპანეთის ანკლავ სეუტაში ასობით მიგრანტმა საპროტესტო აქცია გამართა - ისინი ესპანეთის ხელისუფლებისგან თავშესაფრის მინიჭებას ითხოვენრუსთავი 2
აქცია →

მსგავსი სტატიები

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

იმედი

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

კანადის პრემიერ-მინისტრი ონტარიოს ტბაზე: ეს სახელწოდება 400 წელზე მეტი ხნისაა და წინ უსწრებს როგორც კანადის კონფედერაციის შექმნას, ისე აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციას

იმედი

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც „პოლიტიკურ პატიმრებს“ ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა - იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

დავით ქართველიშვილი: მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილება საპროტესტო აქციების დროს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში მონაწილეობისთვის მსჯავრდებული რამდენიმე ახალგაზრდის შეწყალების შესახებ, მნიშვნელოვან წერტილს სვამს სამართლებრივ და მორალურ დისკუსიაში. რადიკალური პოლიტიკური ლიდერები და კურატორები მათ ცოცხალ ფარად იყენებდნენ საკუთარი დღის წესრიგის გასატანად