მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გია აბაშიძე: მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება! ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გია აბაშიძე: მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება! ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო

იმედი|imedinews.ge

ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე, სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე („ქილერა") დამნაშავედ ცნო. და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს! - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება.

„მკვლელების, სადისტების, მძარცველების ნაცრეჟიმი ვერასდროს მობრუნდება, რითაც არ უნდა შეიფუთონ მათი უსამშობლო ქომაგები; ნაცჯალათები, სადაც არ უნდა იმალებოდნენ, მაინც მოხვდებიან ციხეში. ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის წამებისა და ქონების გამოძალვის ფაქტებზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე („ქილერა“) დამნაშავედ ცნო; ორივე ბრალდებულს, სასჯელის სახით, 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა განესაზღვრა. ​დანაშაულის არსი: 2011 წელს დაკავებული ბესარიონ ხარძიანისა და მისი ოჯახის წევრებისგან „კუს ტბის“ წილების (დაახლოებით 4 000 000 ლარის ღირებულების) იძულებით დათმობის მიზნით, გიორგი უდესიანისა და ალექსანდრე მუხაძის ორგანიზებით მიმართავდნენ სისტემატურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას, ციხის თანამშრომლებისა და სხვა პატიმრების მონაწილეობით.

2011 წელს, პატიმრობაში წამებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შედეგად, ხარძიანი და მისი ოჯახი იძულებული გახდნენ, გიორგი უდესიანისთვის დაეთმოთ „კუს ტბის“ წილები, რომელთა ღირებულება დაახლოებით 4 000 000 ლარს შეადგენდა. და ნაცასპიტებს ვითომ სხვადასხვა შირმა-პარტიების სახით სურთ არჩევნებში გამარჯვება?! ვერასდროს! და ვერც საქართველოს ააყირავებენ აგენტოკრატიის გაშმაგებული, მაგრამ ფუჭი ძალისხმევით!”- წერს გია აბაშიძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა

Reuters: აშშ-ის არმიამ ირანთან ხუთთვიანი ომის განმავლობაში მაღალი სიზუსტის, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მარაგის უდიდესი ნაწილი ამოწურა

იმედი

CNN: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ორმა წამყვანმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა პენტაგონი ირანის ომში მსხვერპლთა აღრიცხვის გამო გააკრიტიკა

CNN: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის ორმა წამყვანმა „დემოკრატმა“ კონგრესმენმა პენტაგონი ირანის ომში მსხვერპლთა აღრიცხვის გამო გააკრიტიკა

იმედი

ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო

ზურაბ პატარაძე ჩირუხის მთაზე ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს „შუამთობას“ დაესწრო

იმედი

ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი", გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ