
გიორგი გაბუნია: აცხადებენ, რომ რუსეთში კონცერტებს არ ჩაატარებენ, რუსეთში არ ჩავლენ. ეს გასაგებია, მათი აზრია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ყველას საკუთარი დამოკიდებულება აქვს. მეორეა, რა მოწოდებებს აკეთებენ საზოგადოების მიმართ
აცხადებენ, რომ რუსეთში კონცერტებს არ ჩაატარებენ, რუსეთში არ ჩავლენ. ეს გასაგებია, მათი აზრია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ყველას საკუთარი დამოკიდებულება აქვს. მეორეა, რა მოწოდებებს აკეთებენ საზოგადოების მიმართ, - განაცხადა კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ რუსოფობიის თემაზე საუბრისას.
მისივე თმით, აღნიშნული არის ორგანიზებული, გარედან დაფინანსებული, კარგად მოფიქრებული ჩანაფიქრი, რომ საქართველოში გააღვივონ ეროვნული შუღლი.
„კულტურის სფეროს სხვადასხვა დარგის წარმომადგენლის მხრიდან საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ვნახეთ არაერთი განცხადება, რომ ისინი აპროტესტებენ. აცხადებენ, რომ რუსეთში კონცერტებს არ ჩაატარებენ, რუსეთში არ ჩავლენ. ეს გასაგებია ახლა, მათი აზრია და ბუნებრივია, ამ მიმართულებით ყველას საკუთარი დამოკიდებულება აქვს. მეორეა, რა მოწოდებებს აკეთებენ საზოგადოების მიმართ და იმ ხელოვანების მიმართ, რომლებსაც განსხვავებული პოზიცია აქვთ და მიაჩნიათ, რომ კულტურული კავშირები რუსეთთან აუცილებელია. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ოკუპაციის პრობლემა, იმ პრობლემასთან, რა პრობლემის წინაშეც დღეს რეალურად საქართველო არის. ეს არის ორგანიზებულად, გარედან დაფინანსებით და კარგად მოფიქრებული ჩანაფიქრი, რომ საქართველოში გააღვივონ ეროვნული სუღლი“, - განაცხადა გაბუნიამ.
შტურმის ახალი ეტაპი საქართველოზე - ხელისუფლება შეკვეთილ რუსოფობიაზე საუბრობს, რომლის მიზანიც ქართული ეკონომიკის კოლაფსია. მმართველი პარტიის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, „ენჯეოები“ და კულტურის სფეროს ცალკეული წარმომადგენლები საქართველოში რუსოფობიას გარე ძალების დავალებით აღვივებენ.
იმედი
წყარო: imedinews.ge