მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია: თუ რაიმე კითხვები აწუხებთ, არსებობს პასუხები, მაგრამ მათ არ სურთ პოლიტიკური პროცესი. ვფიქრობ, რომ არსებული ევროპული ბიუროკრატიის პირობებში, რთული იქნება საუბარი იმაზე, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს
გიორგი გაბუნია: თუ რაიმე კითხვები აწუხებთ, არსებობს პასუხები, მაგრამ მათ არ სურთ პოლიტიკური პროცესი. ვფიქრობ, რომ არსებული ევროპული ბიუროკრატიის პირობებში, რთული იქნება საუბარი იმაზე, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს

იმედი|imedinews.ge

მზად ვართ პოლიტიკური დიალოგისთვის. თუ მათ რაიმე კითხვები აწუხებთ, არსებობს პასუხები, მაგრამ მათ არ სურთ პოლიტიკური პროცესი. რასაც ვხედავთ, მაფიქრებინებს, რომ არსებული ევროპული ბიუროკრატიის პირობებში, რთული იქნება საუბარი იმაზე, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ურთიერთობების გადატვირთვა ევროკავშირთან გონივრულ ვადებში შესაძლოა მოხდეს, თუმცა არა მოქმედი ბიუროკრატების პირობებში.

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. ევროპულობა და ევროპული ღირებულებები პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ უნდა იყოს დიალოგი. ჩვენ მზად ვართ პოლიტიკური დიალოგისთვის. თუ მათ რაიმე კითხვები აწუხებთ, ამ კითხვებზე არსებობს პასუხები, მაგრამ არ უნდათ ეს. მათ არ უნდათ დიალოგი, არ უნდათ პოლიტიკური პროცესი. რასაც ვხედავთ, დესტრუქციული პოლიტიკა გრძელდება და ეს მაფიქრებინებს იმას, რომ არსებული ევროპული ბიუროკრატიის პირობებში, რა თქმა უნდა, რთული იქნება საუბარი იმაზე, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია გავაგრძელოთ ჩვენი კურსი. გავაგრძელოთ მშვიდობის პოლიტიკა, ეკონომიკის განვითარების პოლიტიკა. პოლიტიკა, რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, რომელიც ჩვენი საზოგადოებისთვის კეთილდღეობის მოტანას ემსახურება. ეს არის ჩვენი ამოცანა დღეს. როდესაც ჩაივლის ქარიშხლები, რომელიც დღეს მსოფლიოშია და კარგად ვხედავთ, როგორი უსამართლო და საშიში მსოფლიოს პირობებში გვიწევს ცხოვრება, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მოხდეს ურთიერთობების გადატვირთვა. გონივრულ პერიოდში ეს სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამისთვის ვიყოთ მზად“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროცესი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 99 სტატია.

  • ლევან მახაშვილი ნაციონალურ მოძრაობაზე: ეს პარტია საბოლოოდ უკან დასაბრუნებელი გზის გარეშე გადაეშვა რადიკალიზაციის პროცესშირუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • მედიის წარმომადგენლები ელისო კილაძის პროცესის გახსნას ითხოვენნეტგაზეთი
პროცესი →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება