მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გელოვანი ბარამიძის განცხადებაზე: ამ განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, საქართველოს ინტერესები დააზიანა
გიორგი გელოვანი ბარამიძის განცხადებაზე: ამ განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, საქართველოს ინტერესები დააზიანა

გიორგი გელოვანი ბარამიძის განცხადებაზე: ამ განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, საქართველოს ინტერესები დააზიანა

იმედი|imedinews.ge

არა მარტო პიროვნული სისულელე ჩაიდინა ამ განცხადებით, მართალიც რომ ყოფილიყო, არ უნდა თქმულიყო და მითუმეტეს ასეთი ტყუილი ადამიანისგან, რომელიც ძალიან შორს იყო საომარი მოქმედებებიდან, ძალიან მიუღებელია, - ასე გამოეხმაურა აფხაზეთის ომის ვეტერანი, გიორგი გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებას.

როგორც გელოვანი აღნიშნავს, ბარამიძემ ამ განცხადებით ზიანი საქართველოს ინტერესებს მიაყენა.

„ბარამიძის ისეთი ენა აქვს, მაგის ენას ძვალი მითუმეტეს არ აქვს და შეიძლება თქვას, რომ მშვიდობიან მოსახლეობასაც ვხვრეტდით. ეს სიმართლეს აბსოლუტურად არ შეესაბამება, ამ თავისი განცხადებით მარტო საკუთარი თავი კი არ დამარხა პოლიტიკურად, ისედაც დამარხული იყო, მაგრამ საქართველოს ინტერესები დააზიანა.

არ მგონია, მისი ბოდიშით სიტუაცია გამოასწოროს, თვითონ უნდა ჰქონდეს დარჩენილი იმდენი შეგნება,რომ არა მარტო ქართველ მეომრებს, თუნდაც 300 ათას ლტოლვილ ადამიანს ბოდიში მოუხადოს“, - აცხადებს გიორგი გელოვანი.

გენერალურ პროკურატურაში სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.

„ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართულ მხარეს ტყვეთა გაცვლა უჭირდა, რადგან დაკავებულ აფხაზ მებრძოლებს ქართველები ხშირად ადგილზე ხვრეტდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბარამიძის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 88 სტატია.

  • კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენიფორმულა
  • ვეტერანი გიორგი მათიაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მოღალატეობრივი განცხადება, ვიღაცის მიერ არის შეკვეთილი, ვინაიდან საომარი მოქმედებების შემდეგ გასულია ძალიან დიდი დრორუსთავი 2
  • გია ბარამიძის წინააღმდეგ ჩვენება "ოცნების" მხარდამჭერმა, გოგა ხაინდრავამ მისცატვ პირველი
  • აფხაზეთის დე ფაქტო უწყება ბარამიძის საქმეს ეხმაურებანეტგაზეთი
ბარამიძის →

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს - რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო

ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურში ფსკერდაღრმავების სამუშაოები დაიწყო

იმედი

თურქეთში საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

თურქეთში საბრძოლო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

იმედი

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

სოფელ ველისციხის ცენტრალური გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მეორე ეტაპის პროექტირება-მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

იმედი