მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გვარაკიძე: 2025 წელსაც საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ
გიორგი გვარაკიძე: 2025 წელსაც საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელსაც საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პროკურატურისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმის - „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს. 2025 წლის მონაცემებით, „ქურდული სამყაროს“ საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 242 პირის მიმართ, - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

გენერალური პროკურორის გიორგი გვარაკიძის განცხადებით, 2025 წელსაც საქართველოს პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა მკაცრი იყო „ქურდულ სამყაროსთან“ დაკავშირებული დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ.

ანგარიშის წარდგენისას გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ ზოგადად, ორგანიზებული დანაშაულის გავლენა ხშირად სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს, რთულია დანაშაულებრივ ჯაჭვში ჩართული ყველა რგოლის გამოვლენა, რაც საჭიროებს თანამშრომლობისა და ოპერატიული შესაძლებლობების მაქსიმალურ კოორდინაციას. მიუხედავად სირთულეებისა, სწორი სისხლის სამართლის პოლიტიკის აღსრულების პირობებში შესაძლებელია ხელშესახები შედეგების მიღწევა, რაც დადასტურდა 2025 წლის შედეგებით.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები არსებითად განსახილველად იგზავნება სასამართლოში და საქართველოს პროკურატურა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე საპროცესო შეთანხმებას მხოლოდ განსაკუთრებული თანამშრომლობის შემთხვევებში იყენებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი