მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გვარაკიძე: 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება და დაემატა პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება
გიორგი გვარაკიძე: 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება და დაემატა პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება

გიორგი გვარაკიძე: 2025 წლის საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე, გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება და დაემატა პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებული დანაშაულების გამოძიება

იმედი|imedinews.ge

„პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ საქმეებზე მნიშვნელოვანია შემაჯამებელი გადაწყვეტილების დროულად მიღება და მსხვერპლთათვის მეორეული ვიქტიმიზაციის რისკების შემცირება. ამ მიზნით, გაიზარდა სამართალწარმოების პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობა,“ - აღნიშნულის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პროკურატურის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ანგარიშის წარდგენისას, როგორც გიორგი გვარაკიძემ განაცხადა, პროკურატურა მუშაობს საკანონმდებლო წინადადებაზე, რომ მხარეთა მიერ ინფორმაციის გაცვლისას შეიზღუდოს პირის ინტიმური ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემცველი მასალის ასლის სახით გადაცემის პრაქტიკა, რაც გამორიცხავს ამგვარი ინფორმაციის შესაძლო გავრცელების რისკს.

„აღნიშნული კატეგორიის დანაშაულებზე პროკურატურა ატარებს მკაცრ პოლიტიკას. ითხოვს საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას და საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემთხვევაში, უპირატესად იყენებს თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებულ სასჯელს,“ - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

როგორც გიორგი გვარაკიძემ აღნიშნა, 2025 წელს სსკ-ის 157-159-ე მუხლებით გამოძიება დაიწყო 162 საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა - 78 პირის მიმართ, ხოლო განაჩენი გამოტანილია 71 პირის მიმართ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პროკურატურამ

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 98 სტატია.

  • ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურაBM.GE
  • პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად შეძენა-შენახვის, ტარების და გასაღების მცდელობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვსფორმულა
პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ