მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გვარაკიძე: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობიდან და მისგან მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ატარებს საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას
გიორგი გვარაკიძე: ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობიდან და მისგან მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ატარებს საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას

იმედი|imedinews.ge

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობიდან და მისგან მომდინარე საფრთხეებიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ატარებს საერთაშორისო თანამშრომლობაზე დაფუძნებულ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

მისი თქმით, საყურადღებოა, რომ საქართველოში მცხოვრები „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი პირები მიდიან სირიის არაბთა რესპუბლიკაში და ერთიანდებიან მათ რიგებში.

როგორც გენერალურმა პროკურორმა განმარტა, არსებობს ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო მიზნით გამოყენების საფრთხეც.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, 2025 წელს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და მხარდაჭერის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 3 პირის მიმართ, რომლებიც მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებსა და ტერორისტულ პროპაგანდაში სირიის არაბთა რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ხოლო განაჩენი გამოტანილია 2 პირის მიმართ.

„ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული და მისი იდეოლოგიის მხარდამჭერი 5 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, რომელთაგან ამოღებულია ფეთქებადი ნივთიერება, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ხოლო განაჩენი გამოტანილია 2 პირის მიმართ. გამოვლინდა და დაკავებულია საქართველოში უკანონოდ შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ტერორისტულ საქმიანობასთან კავშირის გამო საერთაშორისო დონეზე იძებნებოდნენ.

გლობალური უსაფრთხოებისა და ტერორისტული დანაშაულების პრევენციის მიზნით მეტად მნიშვნელოვანია ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაც. ბირთვულ მასალასთან უკანონო მოპყრობის ფაქტზე 2025 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 5 პირის მიმართ, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია 2 პირის მიმართ. დანაშაულის ობიექტი იყო ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი რადიოაქტიური ნივთიერება - ურანი“, - აღნიშნა გიორგი გვარაკიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრძოლის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • ელენე ხოშტარია იმ ბრძოლის გზებზე საუბრობს, რომელიც მისი თქმით, “სისტემას ჩამოშლის“ტვ პირველი
  • ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექციაBM.GE
  • აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამოფორმულა
  • ევროკავშირმა სომხეთში ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის მისია დაამტკიცანეტგაზეთი
ბრძოლის →პროკურატურამ →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი