მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება
გიორგი კახიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება

გიორგი კახიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ეს არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების ის ნაწილი შეაფასა, რომელიც საქართველო-ამერიკის ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება.

როგორც კახიანმა „დღის ქრონიკაში“ აღნიშნა, განცხადებაში ნათქვამია, რომ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.

„ეს განცხადება არის კიდევ ერთი დამადასტურებელი იმ ძალიან პოზიტიური დინამიკის, რომელიც (განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში) საქართველოსა და აშშ-ს შორის ხდება. ყველაფერი ეს დიდ იმედს გვიქმნის, რომ ჩვენ აშშ-სთან აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორულ ურთიერთობას და კიდევ უფრო გავაღრმავებთ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებს.

ამ განცხადებაში ჩანს ისიც, რომ დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია ოპოზიციის თანამშრომლობა სახელმწიფო ინსტიტუციებთან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ იმ მდგომარეობაში, რაშიც დღეს ოპოზიციაა, ეს არის ყოვლად მიუღებელი. მათ თავის დროზე აირჩიეს არა კონსტრუქციული დიალოგის გზა და არა მათივე ამომრჩევლის ინტერესების გათვალისწინება, არამედ დესტრუქცია.

ეს არ არის ის ძალა და არ არის ის რადიკალური დაჯგუფება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესებით ხელმძღვანელობს, ის ხელმძღვანელობს იმით, რასაც ქვეყნის გარედან ეტყვიან“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.

„ფუნქციონალური დემოკრატია საჭიროებს პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობს იმ მოქალაქეების ინტერესების წარმოსაჩენად, რომლებმაც მას ხმა მისცეს“ - აშშ-ის საელჩო სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის განცხადებას ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 47 სტატია.

  • მიშა თუ იტყვის, რომ ხდება პრემიერობის კანდიდატი, პოლიტკურ ველზე თამაშის წესებს გაამარტივებს - ჟორჟოლიანიტვ პირველი
  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • „საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეBM.GE
  • არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა - კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე"რუსთავი 2
ხდება →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი