მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი მიქაია აშშ-ისა და კანადის ვიზებისთვის ყალბი დოკუმენტების საქმეზე: მითითებული იყო, რომ პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, საქართველოში მათი გამოკითხვის დროს დადასტურდა, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია და იქ არსებული მონაცემები იყო გაყალბებული
გიორგი მიქაია აშშ-ისა და კანადის ვიზებისთვის ყალბი დოკუმენტების საქმეზე: მითითებული იყო, რომ პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, საქართველოში მათი გამოკითხვის დროს დადასტურდა, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია და იქ არსებული მონაცემები იყო გაყალბებული

გიორგი მიქაია აშშ-ისა და კანადის ვიზებისთვის ყალბი დოკუმენტების საქმეზე: მითითებული იყო, რომ პირმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, საქართველოში მათი გამოკითხვის დროს დადასტურდა, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია და იქ არსებული მონაცემები იყო გაყალბებული

იმედი|imedinews.ge

თაღლითურ ქეისებში არსებობდა დოკუმენტები, თითქოს წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის მხარდამჭერებს, გაყალბებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბარათები, ჯანმრთელობის შესახებ ცნობები, სადაც თითქოს მითითებული იყო, რომ მან ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო აქციების დროს, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ ამერიკის შეერთებული შტატებისა და კანადის ვიზებზე ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების საქმეზე საუბრისას.

მისივე თქმით, რეალურად საქართველოში მათი გამოკითხვის დროსაც დადასტურდა ის ფაქტი, რომ არანაირ საპროტესტო აქციაში მას მონაწილეობა არ მიუღია და იქ არსებული მონაცემები იყო გაყალბებული.

„იყო ძალიან ბევრი დოკუმენტი თითქოს იმ ადამიანების მიერ შედგენილი, რომლებიც მუშაობდნენ კონკრეტულ სახელმწიფო დაწესებულებაში, თუმცა გადამოწმების დროს დადგინდა, რომ ასეთი ადამიანი იმ დაწესებულებაში არანაირ თანამდებობას არ იკავებდა.

მეორე შემთხვევა შეეხებოდა იმას, რომ ერთ-ერთი IP მისამართიდან გაგზავნილი იყო 65 მოქალაქის სავიზო განაცხადი და ასევე საეჭვო იყო სავიზო განაცხადში მითითებული ინფორმაციები. ფაქტობრივად გამოძიების დაწყებისთანავე, პირველივე ეტაპზე საქართველოს პროკურატურა და აშშ-ის რეგიონული უსაფრთხოების სამსახური ერთობლივად მუშაობენ და რამდენიმე თვეში, მალევე გამოვლინდა ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი. აშშ-ის საელჩომ ყველა იმ მოქალაქეს გაუუქმა ვიზები. შესაბამისად მათი მხრიდანაც მოხდა რეაგირება“, - აღნიშნა გიორგი მიქაიამ.

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენისთვის ხელშეწყობის, საქართველოს მოქალაქისთვის უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად მცდარი ინფორმაციის წარდგენის ხელშეწყობის და ორგანიზების, ასევე ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტებზე 3 პირი დააკავა და 6 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მონაწილეობის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 65 სტატია.

  • "უნდა შეეძლოს პირდაპირ მონაწილეობის მიღება პოლიტიკურ პროცესში. არასერიოზული რა იქნება ვერ ვხვდები?" - ირაკლი ფავლენიშვილი მიხეილ სააკაშვილის AI გეგმებზერუსთავი 2
  • საქართველომ აშშ-ის მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ სწავლებაში, Sea Breeze 2026-ში მიიღო მონაწილეობაBM.GE
  • საზმაუს გენერალური დირექტორის კონკურსში მხოლოდ თინათინ ბერძენიშვილი მონაწილეობსნეტგაზეთი
  • საქართველოს დელეგაციამ პროტესტის ნიშნად ეუთოს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღოფორმულა
მონაწილეობის →

მსგავსი სტატიები

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

სოფელ ყიზილ-აჯლოს გაზმომარაგებას „სოკარ ჯორჯია გაზი“ უზრუნველყოფს

იმედი

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

Reuters: იემენელი „ჰუსიტები“ საუდის არაბეთს ერაყის ტერიტორიიდან ბომბავდნენ

იმედი

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი