მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ფუტკარაძე: სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. როდესაც უსამართლობაზე პასუხებს ითხოვს ან კრიტიკულ რეპორტაჟებს ამზადებს, გარე აქტორები არხის შეზღუდვას იწყებენ
გიორგი ფუტკარაძე: სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. როდესაც უსამართლობაზე პასუხებს ითხოვს ან კრიტიკულ რეპორტაჟებს ამზადებს, გარე აქტორები არხის შეზღუდვას იწყებენ

იმედი|imedinews.ge

სანქციები „იმედის“ წინააღმდეგ ერთ რამეს ამტკიცებს, ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები არ არსებობს, - განაცხადა გადაცემა „იმედი LIVE“-ის წამყვანმა გიორგი ფუტკარაძემ.

მისი თქმით, როდესაც „იმედი“ უსამართლობაზე პასუხებს ითხოვს ან კრიტიკულ რეპორტაჟებს ამზადებს, გარე აქტორები არხის შეზღუდვას იწყებენ.

„კრიტიკული კითხვების დასმის გამო საქმიანობის აკრძალვა ერთი წლით. ეს არის ევროპარლამენტის გადაწყვეტილება მას შემდეგ, რაც „იმედმა“ სააკაშვილის მეგობარ ევროდეპუტატ რასა იუკნევიჩიანესთან კითხვების დასმა სცადა. იუკნევიჩიანეს პასუხები არ აღმოაჩნდა, თუ რის საფუძველზე ჩაწერა რეზოლუციაში ჩვენი არხის სანქცირების მოთხოვნა და რა არგუმენტები ჰქონდა შაბლონური ბრალდებების მიღმა, თუმცა შეძლო რომ შემდეგი ერთი წელი „იმედს“ ევროპარლამენტში შესვლა შეეზღუდა.

ამ პროცესის პარალელურად, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს განმარტებების გარეშე აკრედიტაციაზე უარი უთხრა. „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც იქნება წარმოდგენილი.

რა გახდა უარის მიზეზი, ტრადიციულად შაბლონური პასუხი მივიღეთ. ფაქტი ერთია, როცა „იმედი“ უსამართლობაზე პასუხებს ითხოვს ან კრიტიკულ რეპორტაჟებს ამზადებს, გარე აქტორები ჩვენი არხის შეზღუდვას იწყებენ“, - აღნიშნა გიორგი ფუტკარაძემ.

მედიის თავისუფლების შეზღუდვა - ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სანქციების

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • აშშ-ის სენატმა დიდი უმრავლესობით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პროექტს მხარი დაუჭირაBM.GE
  • პესკოვის ცოლმა მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართაფორმულა
  • EU სანქციების 21-ე პაკეტზე შეთანხმდანეტგაზეთი
  • სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების მომდევნო კლასტერის გახსნას რვა სახელმწიფო, მათ შორის, ბალტიისპირეთის ქვეყნები ეწინააღმდეგებიან - ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას სთხოვენრუსთავი 2
სანქციების →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ