
გივი მიქანაძე: ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს
ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით, იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
მისი თქმით, პირველკლასელთა ფორმები საცალო ფორმატში პირველი სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით გაიყიდება და ქეშბექის პოლიტიკით, საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს.
„ონლაინპლატფორმის, ისევე როგორც საცალო ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ კონკრეტულმა ბანკებმა წარადგინეს ქეშბექ პოლიტიკა, სხვადასხვა ბანკს სხვადასხვა აქვს. მომხმარებელმა თვითონ უნდა აირჩიოს, როგორ გააკეთებს შენაძენს. ბანკებთან მოლაპარაკებები ვაწარმოეთ, რომ მათ გარკვეული შეღავათები დაეწესებინათ. ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან შედარებით იაფად შეიძენს ამ ფორმებს, ვიდრე ეს განსაზღვრული არის იმ ტარიფით, რომელიც მოგებაზე არ არის ორიენტირებული“ – აღნიშნა მიქანაძემ.
მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ რამდენიმე დღის წინ ფორმის უფასოდ გადაცემის ჩამონათვალს კიდევ ერთი კატეგორია დაემატა.
„პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით, შესაბამის სამთავრობო დადგენილებაში ჩვენ შევიტანეთ ცვლილება რამდენიმე დღის უკან, რომლითაც უფასო ფორმის გადაცემის ჩამონათვალში დაემატა კატეგორია, 65 001-დან 120 001 ქულამდე თუ არის ოჯახი შეფასებული და ამ ოჯახს აქვს მრავალშვილიანის სტატუსი, ჰყავს პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლე, ასეთი ოჯახის პირველიდან მეექვსე კლასის მოსწავლეები, ბიჭის შემთხვევაში მიიღებენ უფასოდ ერთ პიჯაკს და ორ შარვალს, ხოლო გოგონას შემთხვევაში – ერთ პიჯაკს, ერთ ქვედაბოლოს და ერთ შარვალს“, – აღნიშნა მიქანაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge