
გურამ მაჭარაშვილი: 4 ოქტომბერს მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ რადიკალური პროცესები იდეურად გადატყდა საქართველოში, როდესაც „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წევრმა აღიარა, რომ მათ ეს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ - ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე
4 ოქტომბერს, ერთი წლის წინ მორიგ ჯერზე დადასტურდა, რომ რევოლუციური დამხობები, რადიკალური პროცესები იდეურად გადატყდა საქართველოში როდესაც აქაური „ნაცმოძრაობის“ ბევრმა წევრმა აღიარა, რომ მათ ეს რევოლუციური სცენარი ჩაუვარდათ, - აცხადებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი.
„სად არის ახლა 4 ოქტომბრის წლისთავზე, როგორც აანონსებდნენ, აქციები? ერთი დაბადების დღის ხალხი ვერ მიიყვანეს მათი ბელადის გასათავისუფლებელ აქციაზე. გამობრძანდეს ევროკავშირს ელჩი და თქვას, რა მოხდა 4 ოქტომბერს, გამოხატვის თავისუფლება იყო პრეზიდენტის სასახლეში შეჭრის მცდელობა, თუ ეს იყო დანაშაული?“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.
2025 წლის 4 ოქტომბრის მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოაქვეყნა. „4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლე შემთხვევით არ გამხდარა სამიზნე. და შემთხვევითი არც ის იყო, რომ მარცხის შემდეგ, ზურაბიშვილის და დიპლომატების არცერთი "თათბირი" აღარ გვინახავს. თუმცა, დღემდე ბრიუსელისგან ასევე ვერ მოვისმინეთ პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმის დაგმობა და მოძალადეებისგან მკაფიო გამიჯვნა.“, - წერს შალვა პაპუაშვილი.
იმედი
წყარო: imedinews.ge