მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2
  3. აქციებზე ძალადობის ცალკეული გამოვლინებები იყო, რაც იყო ჩვენთვის მიუღებელია - გიორგი სიორიძე
აქციებზე ძალადობის ცალკეული გამოვლინებები იყო, რაც იყო ჩვენთვის მიუღებელია - გიორგი სიორიძე

აქციებზე ძალადობის ცალკეული გამოვლინებები იყო, რაც იყო ჩვენთვის მიუღებელია - გიორგი სიორიძე

რუსთავი 217 ნოემბერი, 2026, 15:31|rustavi2.ge

5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმე - საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გრძელდება. სასამართლომ არ დააკმაყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნა - პარტიის წარმომადგენლებმა დააყენეს შუამდგომლობა გარკვეული შეკითხვების თავიდან არიდების შესახებ, ასევე დაზუსტებულიყო კონკრეტულად ვის რა შეკითხვა მიემართება.

გადაწყვეტილება სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმის თავმჯდომარემ განმარტა. მანამდე კითხვები დაუსვეს "ლელოს" წარმომადგენლებს. დაისვა არაერთი კითხვა, მათ შორის, აღიარებენ თუ არა, რომ აქციებს ჰქონდა ძალადობრივი ხასიათი, მიიჩნევენ თუ არა ძალადობის საქმეებზე დაკავებულებს პოლიტპატიმრებად, როგორ განმარტავენ მათი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების დღეს გაკეთებულ მოწოდებებს, ემიჯნებიან თუ არა ალეკო ელისაშვილის ქმედებებს, რომელიც ტერორიზმის მუხლით არის დაკავებული.

მოსამართლეების კითხვების საპასუხოდ, "ლელოს" წარმომადგენელმა გიორგი სიორიძემ განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის აქციაზე ძალადობის ცალკეული გამოვლინებები იყო.

"[აქციებზე ] ცალკეული გამოვლინებები იყო, რაც იყო ჩვენთვის მიუღებელი... ცალკეული გამოვლინება არ არის აუცილებელი იყოს ერთი პირი, შეიძლება იყოს რამდენიმე პირი, ოღონდ ეს აქციას ავტომატურად ძალადობრივად არ აქცევს", - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიცია ცდილობს თავი აარიდოს მოსამართლეების შეკითხვებს მნიშვნელოვან თემებზე, რადგან მათ არც პასუხები აქვთ და არც არგუმენტები.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აქცია

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 63 სტატია.

  • სიორიძემ საკონსტიტუციოში აქციაზე მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტებზე ილაპარაკატვ პირველი
  • ფულადი პრიზები და საჩუქრები — მიკრობანკ „კრისტალში“ გზავნილების აქცია დაიწყოBM.GE
  • სერბეთში 2025-ში აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტებისთვის 10 პოლიციელი დაკაავესფორმულა
  • აქციებზე დაკავებულმა თამარ ლორთქიფანიძემ ციხე ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვანეტგაზეთი
აქცია →ძალადობის →

მსგავსი სტატიები

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

არჩილ გორდულაძე: "ლელოსთვის" მნიშვნელობა არ აქვს რა მსჯავრი და ბრალი ექნება ალეკო ელისაშვილს, მათთვის ის მაინც პოლიტპატიმარია

რუსთავი 2

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

საქართველომ სასამართლოს გამჭვირვალობით ევროპაში უმაღლესი შეფასება მიიღო, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია და ევროკავშირის საშუალო ქულაზე მაღალი შეფასება აქვს

რუსთავი 2

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

"ლელოს" წევრმა გიორგი სიორიძემ ტერორისტული აქტის მცდელობისთვის მსჯავრდებულ ალეკო ელისაშვილს სასამართლო სხდომაზე პოლიტიკური პატიმარი უწოდა

რუსთავი 2

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

გიორგი ზაქარაშვილი: გაიმართება საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრა ალი ასადოვთან საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე საუბრისთვის

რუსთავი 2