მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გურამ მაჭარაშვილი: ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა და ორმაგი სტანდარტია, როცა რუსეთის ფედერაცია შენს სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში და დღეს კი, სააკაშვილის კარის მომღერლები ვითომ რუსოფობები გახდნენ
გურამ მაჭარაშვილი: ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა და ორმაგი სტანდარტია, როცა რუსეთის ფედერაცია შენს სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში და დღეს კი, სააკაშვილის კარის მომღერლები ვითომ რუსოფობები გახდნენ

იმედი|imedinews.ge

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას შეაფასა ის, თუ რატომ დუმს ამჟამად მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მიმართ 2008 წლის ომის შემდგომ წარმოებულ პოლიტიკაზე. მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკა, რომელსაც სააკაშვილის ხელისუფლება თავის დროზე აწარმოებდა და ახლა ნაცაგენტურის სახით აგრძელებს, სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტი.

როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე კომენტარს დღეს არ აკეთებს, ვინაიდან სათქმელი არაფერი აქვს, რადგან ის ხელისუფლებაში ყოფნისას უცხო ქვეყნის დაკვეთას ასრულებდა და ახლაც, თავისი მომხრეების მეშვეობით, იმავეს აკეთებს.

„ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის მოღალატეობრივი პოლიტიკაა, როცა რუსეთის ფედერაცია შენს საკუთარ სამშობლოში შემოიჭრა და ამას „არა უშავს“, შემდეგ მომღერლებიც ამღერო რუსეთში, მათ შორის რუსეთის პრეზიდენტთან, მაგალითად, ვითომ ევროპელი პაატა ბურჭულაძე (რუსეთის პრეზიდენტს „ღვინო კახუროს“ რომ უმღეროდა). ორმაგი სტანდარტია ასევე სააკაშვილის კარის მომღერლები დღეს რომ ვითომ რუსოფობები გახდნენ.

რუსეთმა საქართველოს ნაწილის ოკუპაცია რომ მოახდინა, ამას თურმე „არა უშავს“ - საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების ჩადებისკენაც მოუწოდებდნენ რუსებს. თავად სააკაშვილი ღვინით ხელში ხვდებოდა რუს ტურისტებს და ა.შ.

ჩვენ ეს ყველაფერი გვახსოვს. ამიტომაცაა, რომ სააკაშვილი დღეს ამ თემაზე ვერაფერს იტყვის, ან თუ იტყვის, ისევ თავის საწინააღმდეგოს... სააკაშვილი თავის ნაცაგენტურასთან ერთად წარმოადგენდა და წარმოადგენს უცხოურ ძალას. როცა უთხრეს, რომ რუსეთთან ლოიალური პოლიტიკა ეწარმოებინა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია მოახდინა რუსეთმა, მათ ეს გააკეთეს და როდესაც უკრაინაში შეიჭრა რუსეთი და დაავალეს ანტირუსული პოლიტიკის გატარება, ესეც შეასრულეს. მათ სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან ასეთია აგენტის ხვედრი,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სააკაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 90 სტატია.

  • "სააკაშვილი მკაცრად გავაფრთხილეთ, არ აჰყოლოდა რუსულ პროვოკაციებს" - ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომზე კონდოლიზა რაისის, მეთიუ ბრაიზასა და ჯონ მაკ-კეინის განცხადებებს იხსენებს: ესეც ირაკლი კობახიძის ნარატივი იყო?!რუსთავი 2
  • ცხინვალი: კობახიძემ სააკაშვილის ბრალეულობა აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანამაც უნდა აიღოსნეტგაზეთი
  • კობახიძემ სააკაშვილი დამნაშავედ აღიარა, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს - ცხინვალის ე.წ. საგარეოBM.GE
  • ცხინვალის ე.წ. საგარეო: კობახიძემ ოფიციალურად აღიარა სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედფორმულა
სააკაშვილის →

მსგავსი სტატიები

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია,  ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობით საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის საუკეთესო ოთხეულშია, ისტორიული (13 წლიანი) პროგრესით კი ევროპის სახელმწიფოთა ხუთეულში

იმედი

ირაკლი კობახიძე „ფორმულას“ ჟურნალისტს: თქვენ არ გაქვთ პასუხი კითხვაზე, რატომ გულშემატკივრობთ ისევ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, იმ სისხლიან პარტიას, რომელმაც ათასი უბედურება დაატეხა ჩვენს ქვეყანას, როცა იყო ხელისუფლებაში, გაქვთ კონკრეტული პარტიული დანიშნულება და ინსტრუქციები, ამიტომ ხართ სრულიად არაკრიტიკულები

ირაკლი ჩიქოვანი: 2008 წელს საქართველოს ჰყავდა უგუნური და მოღალატე ხელისუფლება და ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა, მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ჯარისკაცებს, ეს ბიჭები ყოველთვის მზად იყვნენ, მზად არიან და მზად იქნებიან დაიცვან საკუთარი ამოცანები

მამუკა მდინარაძე: ომის დანაშაული როგორც მაშინ, ისე ახლა გია ბარამიძემ დააბრალა საკუთარ სამხედროებს და შეიქმნა დიდი რისკი ჰააგის სასამართლოში, სადაც არავის აინტერესებდა ომი რა დღეს და რომელ წუთზე დაიწყო - იქ იძიებდნენ ომის დანაშაულს