მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი
ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი

ჰეგსეტი უკრაინაში მიმდინარე ომზე: საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი

იმედი|imedinews.ge

აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომის დაფინანსება ევროპამ იტვირთოს, რადგან საფრთხე ამ კონტინენტთან გაცილებით ახლოსაა. გარდა ამისა, ევროპული ქვეყნები „მდიდრები“ არიან და მათი ჯამური მშპ 20 ტრილიონ დოლარს შეადგენს - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა წარმომადგენელთა პალატაში გამართული მოსმენის დროს.

პენტაგონის ხელმძღვანელს ჰკითხეს, თუ რატომ „ტოვებს“ შეერთებული შტატები უკრაინას.

„ისინი 20 ტრილიონი დოლარის ღირებულების მდიდარი ქვეყნები არიან, 2-ტრილიონიანი ეკონომიკის წინააღმდეგ. ევროპას შეუძლია გააქტიურდეს და მათ ეს უკვე გააკეთეს კიდეც ჩვენი PURL ინიციატივისა და ევროპული სარდლობის მეშვეობით“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

ჰეგსეტის თქმით, „ამერიკელ ხალხს სურს დაინახოს“, რომ სხვა ქვეყნები აქტიურდებიან და უკრაინაში ომს აფინანსებენ.

„თუკი ეს ასეთი მნიშვნელოვანია ევროპისთვის - და მე მესმის, რატომაც არის ასე, რუსეთის შეჭრისა და უკრაინელების სიმამაცის გათვალისწინებით - მაშინ ამისთვის ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გადაიხადონ“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.

ამის საპასუხოდ, სენატორმა ანგუს კინგმა ჰეგსეტს ჰკითხა, ნიშნავდა თუ არა მისი ნათქვამი იმას, რომ აშშ-ს „არავითარი ინტერესი არ გააჩნია იმის მიმართ, თუ რა მოხდება უკრაინაში“ და რომ ეს მხოლოდ ევროპელებს ეხებათ.

„მე ვამბობ, რომ საფრთხე გაცილებით ახლოსაა ევროპის მდიდარ და ძლიერ ქვეყნებთან და სწორედ მათ უნდა იტვირთონ წამყვანი როლი“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →ევროპის →

მსგავსი სტატიები

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია

იმედი