მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔
იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔

იაპონიაში თაღლითებმა პენსიონერს ილონ მასკის სახელით სიყვარული აუხსნეს და ფული გამოსძალეს💔

იმედი|imedinews.ge

იაპონიაში, ქალაქ კამიკუსას 65 წლის მცხოვრები ილონ მასკის სახელით ორჯერ მოატყუეს. პოლიციამ საქმეზე ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულმა კაცმა, სახელად ონო რიოიმ, თანამზრახველებთან ერთად სოციალურ ქსელებში ილონ მასკის ანგარიში გააყალბა და მილიარდერის ნამდვილი გვერდის გამომწერებს მისი სახელით შეტყობინებებს უგზავნიდა.

ერთ-ერთი მსხვერპლი 65 წლის პენსიონერი აღმოჩნდა, რომელსაც თაღლითი სიყვარულს უხსნიდა, ეუბნებოდა, რომ ის სჭირდებოდა, მოგვიანებით კი ფულის თხოვნა დაიწყო. მეტი დამაჯერებლობისთვის მან ქალთან ვიდეოზარითაც ისაუბრა, რა დროსაც ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მასკად გაასაღა თავი.

ქალმა დაიჯერა და თაღლითისთვის ფულის გადარიცხვა დაიწყო. მოგვიანებით მას ეჭვი შეეპარა და პოლიციას მიმართა, თუმცა დამნაშავეებთან ურთიერთობას მაინც აგრძელებდა. რამდენიმე თვის შემდეგ მან მათთვის ფულის გაგზავნა კვლავ დაიწყო.

სულ პენსიონერმა დამნაშავეებს 1,85 მილიონი იენა (დაახლოებით 12 000 აშშ დოლარი) გადასცა. პოლიციას ეჭვობს, რომ ონო რიოი ასევე ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობდა. გამოძიება მის შესაძლო თანამზრახველებს ადგენს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სახელით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 32 სტატია.

  • საპატრიარქო დონბასში მებრძოლი ბატალიონისთვის ბერ გაბრიელის სახელის დარქმევას ემიჯნებაფორმულა
  • „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ფინტექ-კომპანია SumUp-თან მაისურის სახელოს სპონსორობის შეთანხმება გააფორმაBM.GE
  • პარტია „გირჩი“ სახელს იცვლისნეტგაზეთი
  • პარტია "გირჩი" სახელს იცვლისრუსთავი 2
სახელით →

მსგავსი სტატიები

Reuters: სი ძინპინი პირველად შვიდი წლის შემდეგ ინდოეთში ჩავიდა

Reuters: სი ძინპინი პირველად შვიდი წლის შემდეგ ინდოეთში ჩავიდა

იმედი

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

ზაფხულის პერიოდში საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი გაიზარდა

იმედი

ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა პუტინს აშშ-ში „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შეხვდეს

იმედი

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ეკონომისტთა რიგით მე-8 ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

იმედი