მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ
ICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ

ICG: საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს იმ მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ

იმედი|imedinews.ge

დამოუკიდებელი ორგანიზაციის, International Crisis Group (ICG)-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომელშიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებია მიმოხილული, ევროკავშირის ლიდერების წინაშე არსებულ დილემაზეა საუბარი. კერძოდ, სტატიაში აღნიშნულია, რომ ლიდერების წინაშე ორი არჩევანია: გააგრძელონ თუ არა სადამსჯელო ზომები, რათა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა კვლავ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დააბრუნონ, თუ წევრობის საკითხი დროებით უკანა პლანზე გადაიტანონ და რეგიონულ თანამშრომლობაზე და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ ინტერესებზე გაამახვილონ ყურადღება.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამ საკითხზე გაყოფილნი არიან. დომინანტური ბანაკი, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს მოიცავს, მკაცრ მიდგომას უჭერს მხარს. ისინი იმედოვნებენ, რომ გაზრდილი ზეწოლა აიძულებს „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირისადმი უფრო მეგობრულ კურსს დაუბრუნდეს ან ხელისუფლებაში უფრო დამთმობი მთავრობა მოვიდეს.

მეორე ბანაკი, რომელიც ძირითადად სამხრეთის წევრი სახელმწიფოებისგან შედგება, უფრო პრაგმატულ მიდგომას ირჩევს. ამ ქვეყნებს საქართველოსთან უფრო მჭიდრო ორმხრივი კავშირები აქვთ: ისინი ხშირად ყიდულობენ აზერბაიჯანულ გაზს, რომელიც საქართველოს გავლით მიეწოდებათ; მასპინძლობენ ქართველ მიგრანტ მუშახელს და პოლიტიკური უთანხმოების მიუხედავად, თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობების შენარჩუნება სურთ. მათი აზრით, ევროკავშირის ამჟამინდელი მკაცრი პოლიტიკა რეგიონში ევროპულ ინტერესებს აზიანებს“, - აღნიშნულია სტატიაში.

ამავე დროს, ხაზგასმულია ისიც, რომ საქართველოს ლიდერებისადმი ცივი დამოკიდებულება მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის თბილ ურთიერთობებს მეზობელ მთავრობებთან, რომლებსაც დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხრივ გაცილებით უარესი რეპუტაცია აქვთ, მაგალითად აზერბაიჯანსა და თურქეთთან. თურქეთი კვლავ კანდიდატი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ მისი გაწევრიანების პროცესი გაყინულია.

ევროკავშირის ოფიციალური პირები ამ განსხვავებულ მიდგომას ორი არგუმენტით ხსნიან. პირველი ის არის, რომ თავად „ქართულმა ოცნებამ“ მოითხოვა უფრო მაღალი სტანდარტებით შეფასება, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა და ამ მიზნის რეალისტურად წარმოჩენის გამო. მეორე კი რეალპოლიტიკაზე დაფუძნებული აღქმაა, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანი და თურქეთი ბრიუსელისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია: აზერბაიჯანი - ევროპის არარუსული ენერგომომარაგებისთვის, ხოლო თურქეთი - მიგრაციის, უკრაინის, სირიისა და სხვა კრიტიკული საკითხების მიმართულებით თანამშრომლობისთვის.

თუმცა, როგორც ორგანიზაციის მიმოხილვაში ვკითხულობთ, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ევროპელებშიც კი იზრდება აღიარება, რომ იზოლაციამ და ზეწოლამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა და ჩიხიდან გამოსასვლელად ახალი იდეებია საჭირო. მაგალითად, საფრანგეთმა, რომელიც ადრე საქართველოს მიმართ პოზიციის შერბილების სურვილს თითქმის არ გამოხატავდა, ახლა თბილისთან თანამშრომლობისადმი ახალი ინტერესი გამოავლინა.

ICG-ის მოსაზრებით, ევროკავშირმა და მისმა წევრმა სახელმწიფოებმა, საქართველოსთან მიმართებით შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგან: აგრესიული რიტორიკის შემცირება, ევროკავშირის გაფართოებისა და რეგიონულ პრიორიტეტებზე თანამშრომლობის განცალკევება, საქართველოს კვლავ ჩართვა სატრანზიტო საკითხების განხილვაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მთავრობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 159 სტატია.

  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდარუსთავი 2
  • მთავრობამ „ჯრუჭულა ენერჯის“ ელექტროსადგურის ასაშენებლად, საჩხერეში მიწა 49 წლით გადასცა - პირობებიBM.GE
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსფორმულა
  • ნაურუს მთავრობა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმებაზე განცხადებას ავრცელებსტვ პირველი
მთავრობის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

აშშ-ში 15 წლის მოზარდს 100 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

იმედი