მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. იენს სტოლტენბერგი: დღევანდელი ნატო აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. არ მჯერა, რომ ევროკავშირს ნატოს ჩანაცვლება შეუძლია
იენს სტოლტენბერგი: დღევანდელი ნატო აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. არ მჯერა, რომ ევროკავშირს ნატოს ჩანაცვლება შეუძლია

იენს სტოლტენბერგი: დღევანდელი ნატო აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება. არ მჯერა, რომ ევროკავშირს ნატოს ჩანაცვლება შეუძლია

იმედი|imedinews.ge

ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება და რომ ევროკავშირი ვერ შეასრულებს ნატოს როლს.

ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრობისას სტოლტენბერგმა, რომელიც ამჟამად ნორვეგიის ფინანსთა მინისტრის პოსტს იკავებს, აღნიშნა, რომ ალიანსი იმ სახით, რა სახითაც ის დღეს არსებობს, აშშ-ის გარეშე ვერ გადარჩება.

„ვერ გადარჩება ის ნატო, რომელსაც ჩვენ თითქმის 80 წელია ვიცნობთ, რადგან მისი არსი სწორედ ევროპისა და შეერთებული შტატების ერთობლიობაში და ყველა საფრთხის წინაშე ერთად დგომაშია. სწორედ ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ყველაფერი გავაკეთოთ ევროპისა და შეერთებული შტატების დაშორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მან ევროპასა და აშშ-ის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე ე.წ. ევროკავშირის არმიის შექმნის შესახებ გაჟღერებული მოწოდებები სკეპტიკურად შეაფასა.

„დიდ პატივს ვცემ ევროკავშირს, მაგრამ არ მჯერა, რომ მას ნატოს ჩანაცვლება შეუძლია, როდესაც საქმე ეხება კოლექტიურ უსაფრთხოებასა და თავდაცვის გარანტიებს“, - დასძინა სტოლტენბერგმა.

მისივე თქმით, ნატოს მომავალზე ზედმეტი სპეკულაციები არ უნდა არსებობდეს. „მოსკოვში არ უნდა არსებობდეს არანაირი გაურკვევლობა იმის შესახებ, რომ ჩვენ მზად ვართ ერთმანეთი დავიცვათ“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 188 სტატია.

  • იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონფორმულა
  • ფაშინიანმა პუტინს განუმარტა, როდის არის შესაძლებელი ევროკავშირზე რეფერენდუმის ჩატარებანეტგაზეთი
  • ევროკავშირმა ყველაზე ძვირად ღირებულ რუსულ ბეწვზე სანქციები გააუქმაBM.GE
  • მძღოლების მაკონტროლებელი სათვალთვალო კამერების გამოყენება ევროკავშირში სავალდებულო გახდარუსთავი 2
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

მიხეილ სარჯველაძე „ჯივინოსტატზე“: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი