მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ილია ინჯია: ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას
ილია ინჯია: ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას

ილია ინჯია: ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას

იმედი|imedinews.ge

დღეს, ფასების კომისიის დასკვნითი სხდომა გაიმართა, სადაც კომისიის დასკვნა წარადგინეს და კენჭი უყარეს. სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები” ლიდერმა და კომისიის წევრმა, ილია ინჯიამ დასკვნის შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, კომისიის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო საკითხის ყველა მიმართულებით შესწავლა. მსჯელობისა დამუშაობის შემდეგ კი გამოიკვეთა, რომ ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება რეგულაცია. სწორედ ეს რეკომენდაციაა ასახული კომისიის დასკვნაშიც.

„კომისიის მთავარი მიზანი თავიდანვე იყო, რომ საკითხი ყველა მიმართულებით შეგვესწავლა. ეს პროცესი ერთად გავიარეთ, დეტალურად ვიმსჯელეთ არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე და საბოლოოდ ერთ, საერთო პოზიციაზე შევთანხმდით - ამ სფეროს აუცილებლად სჭირდება რეგულაცია. სწორედ ეს რეკომენდაციაა ასახული კომისიის დასკვნაშიც.

ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, საიდანაც უნდა დავიწყოთ შემდგომი მუშაობა, იქნება ეს მაკონტროლებელი ორგანოს შექმნა თუ აღნიშნული ფუნქციის რომელიმე არსებულ ინსტიტუტზე გადანაწილება. მთავარია, არსებობდეს ძლიერი და ეფექტური მარეგულირებელი მექანიზმი, რომლის ამოცანა იქნება სიღრმისეულად და არგუმენტირებულად შეიმუშაოს ისეთი რეგულაციები, რომლებიც ერთდროულად დაიცავს ბიზნესის ინტერესებს და დაარეგულირებს სოციალურ საკითხებს მოსახლეობის ინტერესების სასარგებლოდ.

ამ ეტაპზე, არსებული მოცემულობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ ფასების დარეგულირების კომისიის დასკვნას, რადგან ის ითვალისწინებს მარეგულირებელი ორგანოს შექმნას.

რაც შეეხება მედიკამენტების სფეროს, ჩემი პოზიცია აქაც მკაფიოა, საჭიროა რეგულაცია, ხოლო ერთ-ერთ ეფექტურ გზად მიმაჩნია სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს არსებობა” , - განაცხადა ილია ინჯიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: შექმნა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 55 სტატია.

  • FIFA-ს შვილობილი კომპანიის შექმნა და მსოფლიო ჩემპიონატის წილების გაყიდვა - ჯანი ინფანტინოს სკანდალური ინიციატივაBM.GE
  • "ჯდება რუსულ სტრატეგიაში"- ზურაბიშვილის აზრით, ახალი დაჯგუფება ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის შექმნესტვ პირველი
  • ევროპის ლიდერები უკრაინასთან ერთად ანტიბალისტიკური კოალიციის შექმნაზე შეთანხმდნენფორმულა
  • ირაკლი კობახიძე გვარამიას განცხადებაზე: დანაშაულებრივი მიდგომაა, ვნახოთ, რა კვალიფიკაციას მისცემენ საგამოძიებო უწყებები, ეს ქვეყნის ღალატია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ანუ ქვეყნის შიგნით უნდა შეკრიბო 150 კაცი, რომ გარეთ შექმნა ფონი მტრული საქმიანობისთვრუსთავი 2
შექმნა →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი