მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი გიორგობიანი პრემიერთან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე: ეს არის გარდამტეხი შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები გამოგვიცხადეს, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სექტორის გაჯანსაღებაზე
ირაკლი გიორგობიანი პრემიერთან და ინფრასტრუქტურის მინისტრთან შეხვედრაზე: ეს არის გარდამტეხი შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები გამოგვიცხადეს, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სექტორის გაჯანსაღებაზე

იმედი|imedinews.ge

პირველად შეიქმნა ის გარემოება, როდესაც მთავრობამ აგრესიული ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უპასუხოს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ამ სექტორში არსებობდა წლების განმავლობაში, - განაცხადა ჟუნალისტებთან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ირაკლი გიორგობიანმა.

ის პრემიერ ირაკლი კობახიძესა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რევაზ სოხაძესთან შეხვედრას გარდამტეხ შეხვედრად აფასებს.

„ეს არის გარდამტეხი შეხვედრა, სადაც მნიშვნელოვანი სიახლეები გამოგვიცხადეს, რომელიც პირდაპირ მიმართული არის სექტორის გაჯანსაღებაზე სწორი ადეკვატური ფასწარმოქმნის კუთხით. პირველად შეიქმნა ის გარემოება, როდესაც მთავრობამ აგრესიული ქმედითი ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ უპასუხოს იმ მავნე პრაქტიკას, რომელიც ამ სექტორში არსებობდა წლების განმავლობაში. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს როგორც კაპიტალური ხარჯების შესყიდვის ეფექტიანობას, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი სამშენებლო კომპანიების კაპიტალიზაციის ზრდას“, - აღნიშნა გიორგობიანმა.

მთავრობა სახელმწიფო სამშენებლო პროექტების მარეგულირებელ საკანონმდებლო ნორმებში ცვლილებების ახალ პაკეტს ამზადებს. ცვლილებების მიზანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესის გაუმჯობესება, პროექტების შეჩერების რისკების შემცირება და სამშენებლო სექტორში უფრო მდგრადი და პასუხისმგებლობის მქონე გარემოს შექმნა. სწორედ ეს საკითხი განიხილეს პრემიერმა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა სამშენებლო კომპანიების და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 203 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →პრემიერ →ინფრასტრუქტურის →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ