მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი გოგავა: შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია. მათი პოტენციალი არის უზარმაზარი, ვინაიდან აქვთ დემოგრაფიული ზრდა, ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი რაოდენობა და მათი განვითარება ათწლეულების განმავლობაში არის გარდაუვალი. ამას ვერ ვიტყვი დასავლეთის ქვეყნებზე, ევროკავშირში სტაგნაციაა, მათი ბუნებრივი რესურსები არის შეზღუდული
ირაკლი გოგავა: შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია. მათი პოტენციალი არის უზარმაზარი, ვინაიდან აქვთ დემოგრაფიული ზრდა, ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი რაოდენობა და მათი განვითარება ათწლეულების განმავლობაში არის გარდაუვალი. ამას ვერ ვიტყვი დასავლეთის ქვეყნებზე, ევროკავშირში სტაგნაციაა, მათი ბუნებრივი რესურსები არის შეზღუდული

იმედი|imedinews.ge

მსგავს „ანალიტიკოსებს“ ვურჩევ, შეიძინონ პოლიტიკური რუკა და ნახონ, რა რეგიონშია საქართველო, ნახონ მისი მეზობლები, პოტენციური სატრანსპორტო დერეფნები და როცა რუკას დახედავენ, მათთვის ნათელი გახდება, რა მნიშვნელობა აქვს ყაზახეთს, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ანალიტიკოსმა ირაკლი გოგავამ ქართული ოპოზიციის ნაწილის მხრიდან შუა დერეფნის გეოპოლიტიკურ წონასთან დაკავშირებით სკეპტიკური განცხადებების შეფასებისას.

გოგავას თქმით, შუა აზიის ქვეყნები აღმავალი ქვეყნებია.

„მათი პოტენციალი არის უზარმაზარი, ვინაიდან აქვთ დემოგრაფიული ზრდა, ბუნებრივი რესურსების უზარმაზარი რაოდენობა და მათი განვითარება ათწლეულების განმავლობაში არის გარდაუვალი. ამას ვერ ვიტყვი დასავლეთის ქვეყნებზე. მაგალითად, ევროკავშირში სტაგნაციაა, მათი ბუნებრივი რესურსები არის შეზღუდული. ისინი დამოკიდებულები არიან, მსოფლიოს და მათ შორის, შუა აზიის და ყაზახეთის რესურსებზე, როგორც ნედლეულზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის პერსპექტიული ვექტორები, რა თქმა უნდა, არის ცენტრალური აზიის ქვეყნები - ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, ვინაიდან განვითარება სწორედ აქეთ მოდის. ისინი ესაზღვრებიან ასევე ჩინეთს, რომელიც ასევე აღმავალ ვექტორზეა.

ყაზახეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები ტრადიციული ბაზრის ქვეყნებია. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიზიტი საქართველოში, რომელმაც საქართველოში სწორედ ამ მიმართულებით პროექტები განიხილა, ნახა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა, რკინიგზის შესაძლებლობებს გაეცნო და შეერთებული შტატები მხარს უჭერს შუა დერეფნის განვითარებას - საქართველო-აზერბაიჯანი-ყაზახეთის - ცენტრალური აზიის მიმართულებით.

ამიტომ ვფიქრობ, საქილიკო, აქ არაფერია, პირიქით, ეს არის ჩვენთვის ძალიან პრაგმატული მიმართულება. ალბათ, ამ რეგიონის ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს, ვინაიდან პოტენციალი არის უზარმაზარი“, - განაცხადა ირაკლი გოგავამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა