მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ხელაძე: ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი
ირაკლი ხელაძე: ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი

ირაკლი ხელაძე: ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულსა და ამერიკულზე მაღალი

იმედი|imedinews.ge

ჩვენ სისტემატურად ვსაუბრობდით იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ გვაქვს რეალური ამბიცია, როგორც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ გამოძიების ხარისხი გვქონდეს ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ.

მისი თქმით, სპეკულაციები იმ თემაზე, თითქოს 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს რამდენიმე სამართალდამცავის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების გამოძიება დაგვიანებით მოხდა, არასწორია.

„ეს პერიოდი ვერ ხერხდებოდა იდენტიფიცირება იმ პირებისა, რომლებიც მონაწილეობდნენ მსგავს ქმედებებში, რომელიც არავისთვის არ იყო სასიამოვნო, ეს პირველ რიგში დისკრედიტაციას ახდენდა ჩვენი სახელმწიფოსი, იმ პოლიციელების, რომლებიც გმირულად იცავდნენ საკუთარ ქვეყანას იმ ფონზე, როდესაც ორგანიზებულად იყო მცდელობა მოეხდინათ ახელმწიფო გადატრიალება, კონსტიტუციური წყობილების დამხობა“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მისი თქმით, საზოგადოებას კარგად ახსოვს რა ხდებოდა აქციების დროს, როდესაც პოლიციელებს დამიზნებით ესროდნენ მომიტინგეები.

ირაკლი ხელაძის განცხადებით, დაკავებულები არიან, როგორც აქციის ის მონაწილეები, რომლებიც კანონის ჩარჩოებს გაცდნენ, ასევე, სამართალდამცავები, რომლებმაც გადაამეტეს მათ უფლებამოსილებას.

დეპუტატის აღნიშნავს, რომ გამოძიებას დრო. საგამოძიებო მასალების მასშტაბებიდან გამომდინარე დასჭირდა.

„ძალიან რთულია როდესაც ამდენი ადამიანი მონაწილეობს კონკრეტულ ღონისძიებაში, გამოარჩიო კონკრეტული პირები. ამან დრო წაიღო“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად ცალკეული გადაცდომებისა სამართალდამცავების მხრიდან, პოლიციელებს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმის გამო, რომ საკუთარი ჯანმრთელობის ფასად იცავდა სახელმწიფოს, კონსტიტუციას და ხალხს.

ცნობისთვის, პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა შიდა ქართლში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

POLITICO: იტალია და ესპანეთი სეუტის მიგრაციული კრიზისის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

იმედი

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი განახლდა

იმედი

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

POLITICO: ესპანურ სეუტაში მიგრაციული კრიზისი 2021 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა

იმედი