მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ხელაძე: ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში
ირაკლი ხელაძე: ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში

ირაკლი ხელაძე: ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში

იმედი|imedinews.ge

ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“.

მისი თქმით, უილსონი, სავარაუდოდ, იმაზე დამყარებულ განცხადებებს აკეთებს, რა ინფორმაციასაც აწვდის თბილისიდან რადიკალური ოპოზიცია.

„ჯო უილსონი გამოირჩევა არაკომპეტენტურობით საქართველოსთან მიმართებაში. დარწმუნებული ვარ, რომ მას არავითარი ინფორმაცია და ცოდნა არ აქვს რა ხდება საქართველოში. თბილისიდან რა ინფორმაციებსაც აწვდიან აგენტურის წარმომადგენლები, სავარაუდოდ, იმაზე დამყარებულ განცხადებებს აკეთებს. გვახსოვს აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტები, საიდანაც ირკვეოდა, რომ ის ერთ პოსტში 1000 დოლარს იღებდა. ფულზეა ეს ადამიანი დამოკიდებული და ზუსტად ვიცით ვისგან ფინანსდება - „ფორმულა“ იყო ნახსენები, კეზერაშვილი.

როგორ შეიძლება მასზე სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ, როდესაც საუბარია თან ჩინეთზე. ვნახეთ ბოლო პერიოდში რა დონის ურთიერთობები ყალიბდება აშშ-სა და ჩინეთს შორის. თავად პრეზიდენტი ტრამპი იყო ჩინეთში ჩასული და განცხადებები გაკეთდა ჩინეთის დღევანდელ ეკონომიკურ განვითარებაზე, წინსვლასა და შესაძლებლობებზე, რამაც შეიძლება სარგებელი მოუტანოს ამერიკას. როდესაც ჩვენი ქვეყანა ჩინეთთან თანამშრომლობის ახალ ფაზაში გადავდივართ, რომელსაც დიდი ეფექტი აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, როგორ შეიძლება ამერიკისთვის ეს იყოს პრაგმატული და დასაშვები და ჩვენთვის - აკრძალული?!“, - აღნიშნა ხელაძემ.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კონგრესმენების ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ წარდგენილ დოკუმენტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ხდება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 50 სტატია.

  • ტყის ხანძრების საფრთხის გამო კრეტადან მასიური ევაკუაცია ხდებაფორმულა
  • „საქართველო მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტისთვის ნაკლებად მიმზიდველი ხდება“ - "რია თრეველ ჯორჯია" დივერსიფიკაციის აუცილებლობაზეBM.GE
  • არაფერი განსხვავებული არ ხდება, იგივე ხდება, რაც ოდითგანვე იყო და რაც არის აღნიშნული აგენტურული ქსელის დღის წესრიგი, არაფერი შეცვლილა - კახა კალაძე "ნაცმოძრაობაზე"რუსთავი 2
  • წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება – კალაძენეტგაზეთი
ხდება →

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

იმედი

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ