მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება - კალაძე - Netgazeti
წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება - კალაძე - Netgazeti

წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება - კალაძე - Netgazeti

ნეტგაზეთი8 ივლისი, 2026, 12:37|netgazeti.ge

თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა უხვი ნალექის მოსვლის შედეგად დედაქალაქში შექმნილ პრობლემებს და განაცხადა, რომ წვიმა და სტიქია მხოლოდ თბილისში არ ხდება.

ამის შესახებ მან დღეს, 8 ივლისს, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც შეაჯამა ორი დღის წინ თბილისში მოსული უხვი ნალექის მიერ გამოწვეული შედეგები.

„თვალდახუჭულები არ ვცხოვრობთ, ვიცით, რა გამოწვევებია დედაქალაქში. წვიმა და სტიქია მხოლოდ ჩვენთან არ ხდება. ამ დროს ნებისმიერ ევროპულ ქალაქში რთული მდგომარეობა იქმნება“, – განაცხად კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, მოკლე დროში მოსული ინტენსიური ნალექის დროს თბილისის ზოგიერთი ქუჩა იტბორება, რადგან წვიმისა და ქარის შედეგად ჩამოყრილი ტოტები და ფოთლები ეფარება ცხაურებს, ასევე, საყოფაცხოვრებო ნარჩენი, რომელიც სანიაღვრე ქსელებში ხვდება, ხელს უშლის წყლის გადინებას.

მისივე თქმით, პრობლემას ასევე ქმნის სანიაღვრე ქსელების მოძველება ან მისი არარსებობა.

„2017 წლიდან ასეა – როდესაც ვიწყებთ ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოებს, პირველ რიგში, ვაწესრიგებთ მიწისქვეშა კომუნიკაციებს. ბევრჯერ გვითქვამს, რომ მთელი ქალაქის მასშტაბით, მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით, გვაქვს სერიოზული გამოწვევა. ცხადია, ერთდროულად ყველაფერს ვერ შევძლებთ, მაგრამ ეტაპობრივად ყველა პრობლემა იქნება მოგვარებული და მოწესრიგებული. არ დარჩენილა ადგილი, სადაც ჩვენი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები ან გამგეობის თანამშრომლები არ მისულიყვნენ, არ ჰქონოდათ კომუნიკაცია მოსახლეობასთან. პრობლემურ ლოკაციებზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები და ყველა პრობლემა აღმოიფხვრება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

6-7 ივლისს თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა დედაქალაქში პრობლემები შემქმნა, დაიტბორა ქუჩები, ჩამოიშალა მიწა, ასევე თბილისის დასავლეთ შემოსასვლელში ჩამოიშალა კლდის ნაწილი, რის გამოც მოძრაობა შეფერხებული იყო. გარდა ამისა, ძლიერი წვიმის შედეგად წყალი ჩავიდა თბილისის აეროპორტში, რის გამოც მგზავრთა და თანამშრომელთა უსაფრთხოებისთვის დროებით დაიკეტა ჩამოფრენის დარბაზში მგზავრთა მომლოდინეთა სივრცე.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კალაძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 71 სტატია.

  • რუსთაველის რეაბილიტაციის გამო კალაძე მოსახლეობას ორთვიანი მოთმინებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ელბაქიძის დაღმართამდე - კალაძეBM.GE
  • კახა კალაძე: რუსთაველის გამზირზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს - 10 სექტემბრისთვის ვგეგმავთ, მოძრაობა აღვადგინოთ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან ე.წ. ელბაქიძის დაღმართამდე არსებულ საგზაო მონაკვეთშიიმედი
  • დედაქალაქის მერი კახა კალაძე ლეღვთახევში უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნორუსთავი 2
კალაძე →

მსგავსი სტატიები

“აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ – სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობს

“აფხაზეთი შემდგარი სუვერენული სახელმწიფოა“ – სოხუმი გაეროს განცხადებას პასუხობს

ნეტგაზეთი

კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინება

კალაძე: 2 თვე გადაადგილების კუთხით თბილისს რთული პერიოდი ექნება, გამოვიჩინოთ მოთმინება

ნეტგაზეთი

საქართველოში 27 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს — დმიტრო ბერეჟნი

საქართველოში 27 000-ზე მეტი უკრაინელი ლტოლვილი ცხოვრობს — დმიტრო ბერეჟნი

ნეტგაზეთი

აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენ

აფხაზები და ოსები რუსეთის მოქალაქეობის მიღებას 65 აშშ დოლარად შეძლებენ

ნეტგაზეთი