მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე: თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში
ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე: თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში

ირაკლი კირცხალია გერმანიის ელჩზე: თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში

იმედი|imedinews.ge

თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში გერმანიის ელჩთან, პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე დღემდე სალომე ზურაბიშვილი ჰყავთ პრეზიდენტად მითითებული და საგარეო საქმეთა მინისტრად დღეს უკვე დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი ილია დარჩიაშვილი.

„რაც შეეხება გერმანიის ელჩს და იმ ყბადაღებულ თემას თუ არ ვცდები გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდს, სადაც სალომე ზურაბიშვილს აღიარებენ პრეზიდენტად თურმე და დღეს უკვე ბრიტანეთში ჩვენი სრულუფლებიანი ელჩი მოხსენიებული ჰყავთ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი და რას ამბობს აქ ბატონი ელჩი გერმანიის, რომ ეს არის ხარვეზი. მე ვიტყვი, რომ თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი დიპლომატიის და თვითონ ეს ადამიანია ხარვეზი გერმანიის საქართველოში. „ქართული ოცნება" და მოდი ასე ვთქვათ ქართული საზოგადოება, „ქართული ოცნება" არის არჩეული უმრავლესობით ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებთ იმ თითოეულ მესიჯს, რომელსაც ამ ელჩის მეშვეობით გამოგიგზავნიან ბრიუსელიდან სხვადასხვა ბიუროკრატია თუ პოლიტიკოსები ხელდასხმული ე.წ. დიფსთეითისგან.

რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ, როდესაც სასამართლო პროცესზე მივა თარჯიმნის გარეშე და დემონსტრაციულად გააკეთებს ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" და კონკრეტულად "ნაცმოძრაობის" დედა პარტიის ერთ-ერთ ახალგაზრდა წარმომადგენელს დასვამ საელჩოს ტერიტორიაზე და შეურაცხმყოფელი ბანერების ფონზე საქართველოს უახლოეს ისტორიის გააზრებაზე შენ რაღაც შეხვედრას და საუბრებს აწარმოებ, რა თქმა უნდა, გავაკრიტიკებ. რა თქმა უნდა გავაკრიტიკებ, როდესაც მოლოტოვის კოქტეილის სროლის ასე ვთქვათ, გმირობაზე მესაუბრები და (ლაზარე გრიგორიადს გმირად გამიხდის) რა თქმა უნდა, გავაკრიტიკე და გააკრიტიკებს ნებისმიერი თავმოყვარე ხელისუფალი ამ ყველაფერს და ნებისმიერი თავმოყვარე საღად მოაზროვნე მოქალაქე, თავი დავანებოთ პოლიტიკას.

ყველაზე მთავარი ხარვეზი არის ელჩი, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს და ახმოვანებს, გერმანიის ხარვეზია ეს ადამიანი", - განაცხადა კირცხალიამ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ