მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები
ირაკლი კობახიძე: ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება, საზოგადოების ერთიანობა ეროვნული მნიშვნელობის ამოცანაა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები

იმედი|imedinews.ge

ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაქოში ქართველ ჟურნალისტებს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში არის პოლარიზაციის ხელოვნურად თავს მოხვევის მცდელობა და ეს მცდელობა დიდწილად წარმატებულიც არის.

„ჩვენ ვაკვირდებით ბოლოდროინდელ მოვლენებს, ბოლო წლების მოვლენებს, როგორ ვითარდება ჩვენს ქვეყანაში. ყველა ვხედავთ, რომ არის ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად თავს მოხვევის მცდელობა და ეს მცდელობა დიდწილად წარმატებულიც არის სამწუხაროდ. ხდება სიძულვილის დათესვა, ეს არ არის მარტო საქართველოს პრობლემა, ასეთ ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალ ქვეყანაში, სადაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დათესონ საზოგადოებებში სიძულვილი. ჩვენ რა თქმა უნდა, უნდა დავუპირისპირდეთ ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა. ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება.

საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ჩვენთვის და ამას სჭირდება შესაბამისი მექანიზმები. თქვენ იცით, რომ ამოქმედდა კანონმდებლობა, რომელიც სწორედ რომ სიძულვილის ენას და სიძულვილის დათესვას უპირისპირდება. თუმცა ამასთან ერთად საჭიროა, აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებიც და ზუსტად ამას ემსახურება შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო სამმართველოს ჩამოყალიბება, რომელიც გააკონტროლებს შესაბამის პროცესებს და უზრუნველყოფს სახელმწიფოს ეფექტიან რეაგირებას სიძულვილის დათესვის ნებისმიერ მცდელობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →საზოგადოების →

მსგავსი სტატიები

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახალი ანალიტიკური პლატფორმის ინტერაქტიული ინსტრუმენტები წარადგინა

იმედი