მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა - როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის აფხაზეთის მოსახლეობა არის ჩვენი მოსახლეობა - როგორც ქართული, ისე აფხაზური ნაწილი, შესაბამისად ნდობის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა. მთლიანად აფხაზეთის მოსახლეობას ჰქონდა სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემა და ეს ჰუმანიტარული პრობლემა გადაიჭრა ჩვენი წყალობით

იმედი|imedinews.ge

ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. შესაბამისად, აბსოლუტური რწმენა შეიძლება გვქონდეს, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აფხაზეთის ტერიტორიაზე საწვავის შეტანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაურის თქმით, ინიციატივა მოდიოდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რასთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას მიმართა ბიზნესმა და ხელისუფლებამ მხარდამჭერი გადაწყვეტილება მიიღო.

„ერთადერთი მოტივი, რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო სწორედ ნდობის აღდგენისკენ მიმართული ხედვა. ყველაფერი გაკეთდა „ოკუპაციის შესახებ კანონის“ ჩარჩოებში. ბევრი აბსურდული განცხადება მოვისმინეთ ამასთან დაკავშირებით. ისტერიული კამპანია იყო ზოგადად, იმიტომ, რომ ჩვენს ოპონენტებს არ მოსწონთ ნდობის აღდგენის პროცესი. რაც შეეხება „რუსეთის მომარაგებას“ - რუსეთის მოხმარება რაც არის, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ამის 0,001%-ია ის საწვავი, რაც შედის აფხაზეთში. აბსოლუტურად არასერიოზულია საუბარი იმაზე, რომ რუსეთი მარაგდება საწვავით, რომელიც შედის აფხაზეთში. რუსეთისთვის არარელევანტურია საწვავის ის მოცულობა, რომელიც შევიდა ჩვენს რეგიონში, აფხაზეთში.

თვითონვე მიხვდნენ ამას და შემდეგ გვარამია, რომელიც შეიძლება ბარამიძეზე ცოტა უფრო ჭკვიანია, გამოვიდა და თქვა, რომ რუსეთს კი არ ვამარაგებდითო - მიხვდა, რომ სისულელე იყო ეს, არამედ ბაზა მარაგდებოდა აქედანო. თუმცა გვარამიაც ისეთივე სულელი აღმოჩნდა, როგორც ბარამიძე, იმიტომ რომ გვარამიასაც ჰგონია, რომ ბორბლებზე დგას ბაზა და აქეთ-იქით გადაადგილდება ბენზინით. აბსურდში არიან შესული. როდესაც ხედავენ, რომ გარკვეულმა ნაბიჯებმა შეიძლება ხელი შეუწყოს ნდობის აღდგენას, ჩვენს ოპონენტებს აქვთ ისტერიკა. როდესაც ადამიანებს საწვავზე არ აქვთ წვდომა და ბენზინგასამართი სადგურები არის ცარიელი, ამას აქვს პირდაპირი უარყოფითი ჰუმანიტარული ეფექტი მოსახლეობაზე. აქაც კი მოახერხეს სპეკულირება. ჩვენი წყალობით გადაიჭრა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული პრობლემა აფხაზეთში, რაც საბოლოო ჯამში, ყველასთვის იქნება თვალსაჩინო. შესაბამისად, აბსოლუტური რწმენა შეიძლება გვქონდეს, რომ ასეთი ნაბიჯები ხელს უწყობს ნდობის აღდგენას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 189 სტატია.

  • კობახიძე: დღეს გვაქვს სუვერენული სახელმწიფო, ესაა ერეკლე II-ის გადაწყვეტილების შედეგიფორმულა
  • „პრობლემური განცხადებაა... თავისთვის“ - კობახიძე ღარიბაშვილის განცხადებაზეBM.GE
  • ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ირაკლი კობახიძე მოწმის სახით არ დაიკითხებატვ პირველი
  • კობახიძის თქმით, გეორგიევსკის ტრაქტატმა ქვეყნის გადარჩენაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულანეტგაზეთი
კობახიძე →აფხაზეთის →

მსგავსი სტატიები

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

ზუგდიდის მერი: მოვუწოდებთ პოლიტიკურ ჯგუფებს და მათ აქტორებს, განმუხურის სანაპირო ზოლთან დაკავშირებით, ნუ ავრცელებენ დეზინფორმაციას

იმედი

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს გიორგი შარაბიძე შეხვდა

იმედი

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

კორეის რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციის წევრები საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში წეროვნის დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდნენ

იმედი

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე: არ ვიცი, რა პოლიტიკურ გეგმებზეა საუბარი, როდესაც ადამიანს აღიარებული აქვს კორუფციული დანაშაული, ძალიან რთულად წარმომიდგენია ეს ყველაფერი

იმედი