მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში, ჩვენ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ, მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში
ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში, ჩვენ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ, მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

იმედი|imedinews.ge

ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში, რაც შეეხება წინაპირობებს, ჩვენ ვერავითარ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ, უფრო მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ვაპირებთ, დავრჩეთ სწორედ ამ რეჟიმში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. მთავრობის მეთაურის თქმით, უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხი და მნიშვნელოვანია აღდგეს მშვიდობა უკრაინაში. „ჩვენ უკრაინას ვერანაირ წინაპირობას ვერ დავუყენებთ, ეს არის ომში მყოფი ქვეყანა. უკრაინას პირველ რიგში ვუსურვებ მშვიდობას. უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, უკრაინელი ხალხი მეგობარი ხალხი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინაში აღდგეს მშვიდობა. იცით, რა მდგომარეობამდე მიიყვანა მიმდინარე ომმა უკრაინა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, უმძიმესი ჰუმანიტარული მდგომარეობაა, უამრავი ადამიანია დაღუპული, დაახლოებთ 10 მილიონი ადამიანი ქვეყნიდან არის გასული. ჩვენთვის მთავარია, რომ მშვიდობა აღდგეს უკრაინაში. რაც შეეხება წინაპირობებს, ჩვენ ვერავითარ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ, უფრო მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა მოხდეს, ვაპირებთ, დავრჩეთ სწორედ ამ რეჟიმში შესაბამისად, არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების წამოყენებას უკრაინის ხელისუფლების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება შეცვლის დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ. თქვენ იცით, რა იყო ეს ნაბიჯები - როდესაც ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები და არ გავგზავნეთ მთავრობის ოფიციალური თანხმობით უკრაინაში მებრძოლი მოხალისეები, ამას მოჰყვა უკრაინის ელჩის გაწვევა საქართველოდან. შემდეგ, ჩვენი ელჩი, რომელსაც ერთი დღით არ დაუტოვებია კიევი ომის დაწყების შემდეგ, პრაქტიკულად, გააძევეს ქვეყნიდან. ამის გარდა, იყო პირდაპირი მოწოდებები, პრეზიდენტის მთავარი მრჩევლის, უშიშროების საბჭოს მდივნის, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და ა.შ. იმედი გვაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ არავითარი წინაპირობების დაყენებას. ჩვენ ყველა შემთხვევაში მზად ვართ, დავრჩეთ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 243 სტატია.

  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
  • უკრაინამ Wildberries-ის 2 მსხვილ ლოგისტიკურ ცენტრზე იერიში მიიტანაBM.GE
  • რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს პოლონეთის საჰაერო სივრცე დაირღვატვ პირველი
უკრაინის →კობახიძე →

მსგავსი სტატიები

პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს

იმედი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს

იმედი