მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უმაღლესი განათლების რეფორმა, გვინდა, გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტები, ასევე, ოპტიმიზაცია არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ჩვენ პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, უზრუნველვყავით ის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდა მიღება და ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
ირაკლი კობახიძე: დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უმაღლესი განათლების რეფორმა, გვინდა, გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტები, ასევე, ოპტიმიზაცია არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, ჩვენ პირველად, მთელი ამ წლების განმავლობაში, უზრუნველვყავით ის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდა მიღება და ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

იმედი|imedinews.ge

ჩვენ დავაანონსეთ ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უმაღლესი განათლების რეფორმა და კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ამ რეფორმის ძირითადი მიმართულებები, ეს არის, მათ შორის, სისტემის დეკონცენტრაცია - ჩვენ გვინდა, რომ ქუთაისში შევქმნათ უმაღლესი განათლების მეორე მთავარი კერა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, რეფორმის მნიშვნელოვანი მიმართულებებია რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება და ოპტიმიზაცია.

„გვინდა, გავაძლიეროთ რეგიონული უნივერსიტეტები. ასევე, ოპტიმიზაცია არის ამ რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, მათ შორის ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპი, რაც თვისობრივად გააუმჯობესებს ოპტიმიზაციის კუთხით მდგომარეობას.

ხორციელდება პროგრამების ოპტიმიზაცია და არსებითად გადავდივართ 3+1 სისტემაზე. სახელმწიფო უნივერსიტეტები არსებითად მიიღებენ მხოლოდ ქართველ სტუდენტებს. 5%-იანი ზღვარი იქნება დადგენილი უცხოელი სტუდენტებისთვის, რაც ქართველი სტუდენტებისთვის უკეთეს ხარისხს უზრუნველყოფს სახელმწიფო უნივერსიტეტებში. საკადრო პოლიტიკას რაც შეეხება, შემოვიღეთ წამყვანი პროფესორის თანამდებობა შესაბამისად გაზრდილი ანაზღაურებით და ესეც არის ამ რეფორმის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება. გავაძლიერებთ კვლევით კომპონენტს. პირველად ჩვენს ქვეყანაში, არსებითად ჩატარდა შრომის ბაზრის ანალიზი და გამოიკვეთა ძალიან დიდი შეუსაბამობები შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და გამოშვებას შორის, მიღებასა და გამოშვებას შორის. საბოლოო ჯამში, ჩვენ პირველად, მთელი ამ წლების მანძილზე, უზრუნველვყავით ის, რომ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მოვიდა შესაბამისობაში მიღება და ჩარიცხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში,“- აღნიშნა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი