მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას
ირაკლი კობახიძე: ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას

იმედი|imedinews.ge

ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საჯარო სერვისების გაეროს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობისა მეთაურის თქმით, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას.

„ეფექტიანი მმართველობის საფუძველს არა მხოლოდ თანამედროვე სისტემები და გამართული პროცესები, არამედ პროფესიონალი, მოტივირებული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საჯარო მოხელეები ქმნიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს რეფორმების დღის წესრიგში განსაკუთრებული ადგილი უკავია საჯარო სამსახურის განვითარებას, რომლის ფარგლებში ბოლო წლებში განხორციელებულმა საკანონმდებლო და ინსტიტუციურმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ადამიანური კაპიტალის მართვისა და საჯარო სამსახურის განვითარების თანამედროვე სისტემები.

დღეს საჯარო სექტორში 45 000-მდე მოსამსახურეა დასაქმებული. საჯარო სამსახურში ღია და კონკურენტული გარემოს უზრუნველსაყოფად, მხოლოდ გასული წლის განმავლობაში დასაქმების ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით დაახლოებით 3 500 ვაკანსია გამოქვეყნდა.

მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერაც. ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 1 400-ზე მეტ ახალგაზრდას მიეცა შესაძლებლობა პირველი პროფესიული გამოცდილება სწორედ საჯარო სექტორში მიეღო, ხოლო ასეულობით მათგანმა პროფესიული საქმიანობა საჯარო სამსახურში გააგრძელა“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თმით, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება.

„ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ინსტიტუციურ რეფორმებსა და ეკონომიკურ პროგრესს შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 9.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2026 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით, ეკონომიკა 8.3 პროცენტით გაიზარდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო საშუალოვადიან პერიოდში ევროპისა და რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ ეკონომიკად დარჩება. ეს შედეგები, ბუნებრივია, მრავალი ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათი ფუნდამენტია ეფექტიანი სახელმწიფო ინსტიტუტები, პასუხისმგებლობიანი ეკონომიკური პოლიტიკა და რეფორმების თანმიმდევრული განხორციელება. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის საჯარო სექტორის მოდერნიზაცია და მმართველობის ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ ასპექტად რჩება. ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებას. დარწმუნებული ვარ, რომ გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი ხელს შეუწყობს ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბებასა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, რაც საჯარო სექტორის შემდგომ განვითარებას დაეხმარება. ფორუმს ვუსურვებ წარმატებას, ფორუმის მონაწილეებს ვუსურვებ საინტერესო დისკუსიებს და ნაყოფიერ თანამშრომლობას“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი