მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: გასული 5 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის კუთხით, პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ზრდა შეადგენდა 34,4%-ს, ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20,3%
ირაკლი კობახიძე: გასული 5 წლის განმავლობაში, ეკონომიკური ზრდის კუთხით, პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ზრდა შეადგენდა 34,4%-ს, ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20,3%

იმედი|imedinews.ge

ეკონომიკის კუთხით არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 5 წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის კუთხით, პირველი ადგილი უკავია საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორს, ამ 5 წლის ჭრილში ზრდა შეადგენდა 34,4%-ს.

„ტრანსპორტი, დასაწყობება, აქაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია, 20,3%. განათლება - 17%, საფინანსო-სადაზღვევო სექტორი - 12,5%, ტურიზმის სექტორში გვაქვს ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა, ეს არის ძირითადი სფეროები, სადაც გვაქვს ყველაზე მაღალი ზრდა ეკონომიკაში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს ეკონომიკის კუთხით, არის არაერთი პრიორიტეტული მიმართულება, განსაკუთრებულ აქცენტს გავაკეთებდი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაზე და ის ინვესტიციები, რომლებიც იდება, მათ შორის ინფრასტრუქტურაში, აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებას და ა.შ. ასევე განათლების სფეროში ველოდებით შემდგომ ზრდას, გამომდინარე იქიდან, რომ აქ კიდევ არსებობს ასათვისებელი რესურსი. თუმცა, ამასთან ერთად, დაბალანსებულად უნდა ვიზრუნოთ ყველა სექტორის განვითარებაზე, მათ შორის, სოფლის მეურნეობაზე, ტურიზმის განვითარებასა და ა.შ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი