მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება
ირაკლი კობახიძე: მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება

ირაკლი კობახიძე: მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან, ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება

იმედი|imedinews.ge

ღირსების გარეშე არცერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი, ამიტომ ბოლომდე გავყვებით პრინციპულად ამ მიდგომას, სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 78-ე მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის, სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

78-ე მუხლთან დაკავშირებით ციტატა გაიხსენეთ ჩემი სახელმძღვანელოდან, იგივე შეგიძლიათ ამოიკითხოთ კონსტიტუციაში. კონსტიტუციაში ჩავწერეთ ეს, პირადად მე ვიყავი საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, როდესაც კონსტიტუციაში ჩაიწერა 78-ე მუხლი და მაშინ, სხვათა შორის, ოპოზიციამ არ დაუჭირა ამ ცვლილებებს მხარი, მათ შორის არც 78-ე მუხლს. რაც შეეხება 28 ნოემბრის განცხადების თავსებადობას 78-ე მუხლთან: 78-ე მუხლში წერია ასეთი რამ, რომ ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროინტეგრაციისთვის და აქ, რა თქმა უნდა, იგულისხმება ყველა გონივრული ზომა. არსებობს ასევე კოლიზიის პრინციპი სამართალში და მინდა შეგახსენოთ, რომ საქართველოს პირველი თავით არის გარანტირებული სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპი და თუ არის კოლიზია სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, უპირატესობა კოლიზიის პრინციპის თანახმად, ენიჭება ძირითად დებულებებში განმტკიცებულ ნორმას.

სწორედ ასეთი დილემის წინაშე დადგა ჩვენი ქვეყანა, როდესაც 78-ე მუხლი გამოიყენებოდა ძალიან უხეშად და თავხედურად შანტაჟისთვის, სწორედ სახელმწიფო სუვერენიტეტის და ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ მოგვიწია ამ კოლიზიის გადაჭრა იმ განცხადებით, რომელიც გაკეთდა 28 ნოემბერს. ამ განცხადებას ჰქონდა ძალიან პირდაპირი ეფექტი და შედეგი და ეს არის რა: რომ არ ყოფილიყო ეს განცხადება, ჩვენ მოგვიწევდა სამ თვეში ერთხელ განცხადებების მოსმენა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არ იმსახურებს მოლაპარაკებების გახსნას, რაც გამოვიარეთ მანამდე ორი წლის განმავლობაში - ის უსამართლობა და ორმაგი სტანდარტი, რაც მომაბეზრებელი იყო ჩვენი მოსახლეობისთვის. სამ თვეში ერთხელ ერთი და იგივე უსამართლობა. ძალიან მარტივად ჩავკეტეთ ჩვენ ეს სამარცხვინო ორმაგი სტანდარტი, სამარცხვინო უსამართლობა.

საბოლოო ჯამში ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. მინდა შეგახსენოთ ჩვენი საარჩევნო დევიზი: მხოლოდ ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ. ეს არის ძალიან პრინციპული არჩევანი. ღირსების გარეშე არცერთ საერთაშორისო ალიანსში წევრობას არ აქვს ფასი. ამიტომ ბოლომდე გავყვებით პრინციპულად ამ მიდგომას. სადაც იქნება კოლიზია ეროვნულ ინტერესებსა და კონკრეტულ საგარეო პოლიტიკურ ამოცანას შორის, იქ აუცილებლად ვიმოქმედებთ ეროვნული ინტერესების შესაბამისად.

მე მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ახლო მომავალში ევროპული ბიუროკრატია უზრუნველყოფს ევროინტეგრაციის ამოცანის თავსებადობას საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებთან. ასეთ შემთხვევაში ყველა პრობლემა ამ ურთიერთობებში მყისიერად გადაიჭრება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი