მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება, მთავრობა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებას და წინსვლას
ირაკლი კობახიძე: სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება, მთავრობა მომავალშიც დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გაძლიერებას და წინსვლას

იმედი|imedinews.ge

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსებიდან 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს უწყების დაარსების 32 წლისთავი მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და წინსვლას.

„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში თქვენს უწყებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. დაარსების დღიდან სამსახურმა იკისრა მისია, რომელიც პირდაპირ განსაზღვრავს ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, ინსტიტუციურ სტაბილურობას და სახელმწიფოს უსაფრთხო განვითარებას. თქვენი პროფესია მუდმივ რისკებთან, უდიდეს პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული და მოითხოვს უდიდეს დისციპლინას. თქვენ ამ მოწოდებას ყოველდღიურად უმაღლესი პროფესიონალიზმით და ერთგულებით პასუხობთ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს. ამ საპასუხისმგებლო გზაზე, სამწუხაროდ, თქვენმა არაერთმა თანამებრძოლმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო. პატივს მივაგებ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული თქვენი გმირი კოლეგებისა და მეგობრების ნათელ ხსოვნას. მათი სიმამაცე ქვეყნისთვის თავდადების უკვდავ მაგალითებად დარჩება. დღეს ჩვენ სამართლიანად ვამაყობთ, რომ უწყების ხელმძღვანელობის სწორი ხედვის, თითოეული ოფიცრის მაღალი კვალიფიკაციისა და ჩვენი მთავრობის ურყევი მხარდაჭერის შედეგად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური თანამედროვე, მობილური და მაღალტექნოლოგიური ინსტიტუტია, რომელიც სრულად პასუხობს თანამედროვეობის გამოწვევებს და მუდმივად ვითარდება. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა მომავალშიც სრულად დაუჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შემდგომ გაძლიერებას და წინსვლას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ. სამსახურის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ანზორ ჩუბინიძემ.

სამსახურის დაარსების 32 წლისთავთან დაკავშირებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის სხვადასხვა ხარისხის მედლებით უწყების 32 თანამშრომელი დააჯილდოვა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა მინისტრები, გენერალური პროკურორი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი დაესწრნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →მხარს →მთავრობის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი