მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს: წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?
ირაკლი კობახიძე სანდრო რაქვიაშვილს: წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. ერთმმართველები ან ავტოკრატები არიან, თუ როგორ არის?

იმედი|imedinews.ge

წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ. მოიგეს არჩევნები, ფაშინიანი და მაია სანდუ ერთპარტიულად განაგებენ საკუთარ ქვეყნებს წლების განმავლობაში. მაია სანდუ და ფაშინიანი ერთმმართველები არიან? ან ავტოკრატები არიან თუ როგორ არის? - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „გირჩის“ წევრ სანდრო რაქვიაშვილს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, წლების განმავლობაში მოლდოვაში და სომხეთში ერთ პარტიას აქვს მმართველობა მინიჭებული ხალხის მიერ.

„რაც შეეხება ერთმმართველობას - ერთმმართველობას რას ეძახით მართლა ვერ ვხვდები. რადგან ავიღოთ სხვა ქვეყნების მაგალითები, ახლა იყო სომხეთში არჩევნები. რამდენი წელია, ფაშინიანი არის სომხეთის პრემიერ-მინისტრი, მისი პარტია ერთპარტიულად განაგებს ქვეყანას უკვე ძალიან ბევრი წელია. არის სომხეთში ერთმმართველობა? უნგრეთში ახლა მოიგო არჩევნები პეტერ მადიარმა, საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა, ერთმმართველობაა უნგრეთში ჩამოყალიბებული? არის ყველგან ერთი და იგივე მოცემულობა. ავიღოთ მოლდოვა და სომხეთი, ორივე ქვეყანაში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ... არსებითი განსხვავება არ არის, 8 წელი იქნება, 12 თუ 16. არის ორი ქვეყანა, სადაც კონკრეტულ პარტიებს და პოლიტიკოსებს აქვთ ჩამოყალიბებული ერთპარტიული უმრავლესობა. ერთპარტიული უმრავლესობა თითქოს არის უბედურება, ეს კლიშეც არის დამკვიდრებული. სომხეთში სამი შტო არის - აღმასრულებელ შტოს აკონტროლებს ფაშინიანი. ყველამ იცის, რომ პრეზიდენტი არის მისი თანამებრძოლი. საკანონმდებლო უმრავლესობა არის ჩამოყალიბებული, მისი ლიდერია. იგივე მოცემულობაა თავიდან ბოლომდე. რაც შეეხება სასამართლოს, იქ არის ზუსტად გარკვეული ვარაუდები და საუბრობენ ფაქტებზე იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად არჩევნებამდე 2 დღით ადრე დაიჭირეს ერევნის ყოფილი მერი, ან განათლების ყოფილი მინისტრი, რომ დააკავეს კანდიდატები და ა.შ. აბრალებენ ახლა ფაშიანიანს, რომ სასამართლო მისი კონტროლის ქვეშ არის. განსხვავება მითხარით, რა განსხვავებაა. ან რა განსხვავებაა მოლდოვასა და საქართველოს შორის. სანდუ არის პრეზიდენტი, პრემიერებს ხსნის როგორც უნდა, მას ექვემდებარება მთავრობა, მთლიანად აღმასრულებელი ხელისუფლება, მისი უმრავლესობა არის პარლამენტში. მთლიანად აკონტროლებს აღმასრულებელ და საკანონმდებლო შტოს. არის ასევე სერიოზული ეჭვები, როცა აიკრძალა პარტია, როცა დაიჭირეს ერთი ყოფილი პრეზიდენტი, მეორე პოლიტიკოსი, მესამე პოლიტიკური ლიდერი, ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი და ა.შ. ეჭვები არსებობს, რომ სანდუ აკონტროლებს სასამართლო სისტემას. საქართველო, მოლდოვა და სომხეთი რომ ავიღოთ, იქ მეტს ამბობენ, ოღონდ არ ამბობენ ისინი, ვინც ჩვენ გვიკრძალავს ევროინტეგრაციას - ევროპული ბიუროკრატია იგულისხმება ამ ყველაფერში, მაგრამ სხვები აფასებენ სხვანიარად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პრემიერი: ვიღაცას დასჭირდა საქართველოს დაშანტაჟება და ჩათვალეს, რომ ევროინტეგრაციის საკითხი, გამომდინარე საზოგადოების ძალიან მაღალი მხარდაჭერიდან ევროინტეგრაციის მიმართ, გამოყენებული იქნებოდა როგორც ხელისუფლების გადატრიალების ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, რასაც საბოლოო ჯამში ვერ მიაღწიეს

პრემიერი: მოლდოვაში მცხოვრებ მოლდოველებს არ უნდათ ევროინტეგრაცია, ასეთ ქვეყანას გვადარებენ და ამბობენ, რომ მოლდოვა არის ჩვენზე წინ, ეს არის საერთო მოცემულობა - დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედიის თავისუფლება, ეკონომიკა, ევროინტეგრაციის მხარდაჭერა, საქართველო არის ბევრად უფრო წინ

პრემიერი: კორუფციის აღქმის ინდექსის მიხედვით, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველო არის 56-ე ადგილზე, მოლდოვა მე-80, ხოლო უკრაინა 104-ე ადგილზე, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენს მიმართ მიკერძოებული შეიძლება იყოს ეს ორგანიზაცია, თუნდაც საერთაშორისო, ანუ თვითონვე აღიარებენ შესაბამისი შემფასებლები, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ამ პარამეტრითაც

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ურთიერთობები დალაგებისკენ მიდის, როგორც მინიმუმ, იქიდან აღარ არის არასამართლიანი განცხადებები საქართველოსთან მიმართებით

იმედი