მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს
ირაკლი კობახიძე: საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით, მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში მილიარდ ლარამდეა, ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი, გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა.

„გილოცავთ პროფესიულ დღეს. მეზღვაურის საერთაშორისო დღე ბევრად მეტია, ვიდრე პროფესიული დღესასწაული. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მადლობა გადავუხადოთ ქართველ მეზღვაურებს გაწეული შრომისთვის, შევაჯამოთ არსებული მიღწევები და ერთობლივად დავსახოთ სამომავლო გეგმები. საქართველოს აქვს მკაფიო და ამბიციური მიზანი - გახდეს ძლიერი საზღვაო სახელმწიფო, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა, კონკურენტუნარიანი პორტები და მაღალკვალიფიციური ადამიანები ერთ მთლიან, გამართულ სისტემას ქმნიან.

ამ მიზნის მიღწევაში საკვანძო როლი ეკისრება განათლებას. სწორედ ამიტომ, გასული წლების განმავლობაში საზღვაო განათლების გაძლიერებასა და მოდერნიზაციას 30 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა. სასწავლო გარემოს თანამედროვე სტანდარტებით განახლება არის პირდაპირი ინვესტიცია ჩვენს ახალგაზრდებში - იმ თაობაში, რომელმაც საქართველოს საზღვაო მომავალი უნდა შექმნას და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ფლოტში კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩინოს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, დღეს საქართველო ამაყობს 20 ათასზე მეტი წარმატებული ქართველი მეზღვაურით.

„მათი წლიური წვლილი ეკონომიკის გაძლიერებაში, ყველაზე მოკრძალებული შეფასებითაც კი, მილიარდ ლარამდეა. ჩვენი ვალია, შევქმნათ ყველა საჭირო პირობა, რათა ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზარდოს, კიდევ უფრო მეტ წინსვლას მივაღწიოთ და საქართველომ მსოფლიო საზღვაო რუკაზე ადგილი უფრო მყარად დაიმკვიდროს.

გულითადად გილოცავთ მეზღვაურის საერთაშორისო დღეს. თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით ქართული სახელმწიფოს განვითარებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის. წარმატებებს და მშვიდობიან ნაოსნობას გისურვებთ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • კობახიძე: სიყალბეზეა აგებული გარეჯთან დაკავშირებული კამპანიაფორმულა
  • ზოგიერთისთვის კორუფცია ორგანულია და ვერ ხვდებიან, რატომ ვართ გაბრაზებული გუნდის ყოფილ ლიდერზე - კობახიძეBM.GE
  • "კობახიძე ფაქტობრივად პრემიერი აღარც არის, რომ შეხედავ მიხვდები, რომ ძალაგამოცლილია" - არმაზ ახვლედიანიტვ პირველი
  • საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი გვაძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განვიხილოთ საზღვაო ტრანსპორტის მომავალი და გავაძლიეროთ დაკავშირებადობა, მდგრადობა და თანამშრომლობა როგორც ჩვენს რეგიონში, ისე მის ფარგლებს გარეთ - ირაკლი კობახიძერუსთავი 2
კობახიძე →ათასი →

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა