მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას
ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას

ირაკლი კობახიძე: თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას

იმედი|imedinews.ge

ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მთავრობის მეთაურის თქმით, თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. „მთავარი ურთიერთობებში არის სამართლიანი პრინციპები. თუ სამართლიან პრინციპებს არ ეფუძნება ურთიერთობები, ამ ურთიერთობებს პერსპექტივა არ აქვს. მთავარი პრობლემა რამ შექმნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის - უსამართლობამ, უსამართლო დამოკიდებულებამ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ. აქაც იყო ორმაგი სტანდარტები, სრულიად უსამართლო შეფასებები, საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი კანდიდატ ქვეყნებს შორის, ყველა თვალსაზრისით, ეს ეხება როგორც დემოკრატიულ პროგრესს, ისე ეკონომიკურ წინსვლას, ინსტიტუტების გამართულ მუშაობას, კორუფციის სიმცირეს. ყველა პარამეტრით საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, თუმცა, ამ ფონზე, ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოში შეეცვალა ხელისუფლება, მას შემდეგ რაც ჩვენ გავძალიანდით და არ ჩავერთეთ ომში, მიიღეს ასეთი გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა აღსრულება და მათთვის უსამართლობა იყო ამ გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთი ინსტრუმენტი. ევროკავშირის ელჩმა გადაწყვიტა, პირდაპირ ჩაგვრეოდა ადგილობრივ დემოკრატიულ არჩევნებში, 2024 წელს. ევროკავშირის ელჩი პირდაპირ მოუწოდებდა ქართველ ამომრჩეველს მობილიზებისკენ, ხელისუფლების წინააღმდეგ. პირდაპირ სცენაზე გამოდიოდნენ ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, ამ დონეზე გათამამდნენ საკუთარ უსამართლობაში. ამან რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები და გააჩინა ბზარი ურთიერთობებში, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. სადაც არის უსამართლობა, იქ ვერ შედგება ჯანსაღი ურთიერთობები. შესაბამისად, ახლა ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი. ვერ გამოდიან ამ წრიდან. თვითონვე შექმნეს ეს უსამართლობის წრე, თვითონვე ჩაიკეტეს თავი ამ წრეში და აქედან ახლა ვეღარ გამოდიან. მათ უნდა დაძლიონ ის კომპლექსები, რომელიც შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე. თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ამ კუთხით, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: კობახიძე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 131 სტატია.

  • ივანიშვილის გარემოცვის ყოფილი წევრი ხსნის, რატომ არის მდინარაძის ჩამოშორება ძალოვნებისგან კობახიძის "სტერილიზაცია"ტვ პირველი
  • საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას რეალური სარგებელი მოაქვს ორივე მხარისთვის - ირაკლი კობახიძეBM.GE
  • კობახიძე კომენტარზე იდგა, სამთავრობო მედიებმა გუშინდელ შემთხვევებზე არაფერი ჰკითხესფორმულა
  • კობახიძე არ გამორიცხავს, რომ 2028-ში ეუთოს სადამკვირვებლო მისია არ მოიწვიონნეტგაზეთი
კობახიძე →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ

იმედი

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან

იმედი

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში

იმედი

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის

იმედი