მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ევრობიუროკრატიამ ჩათვალა, რომ საქართველოში ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში მათი გადასაწყვეტია. აქ მოხდა გზების გაყრა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა არა ამ დირექტივით, არამედ თავიანთი ნებით იმოქმედეს და არ აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელიც თანახმა იქნებოდა ნებისმიერი დირექტივის შესრულებაზე
ირაკლი ქადაგიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: ევრობიუროკრატიამ ჩათვალა, რომ საქართველოში ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში მათი გადასაწყვეტია. აქ მოხდა გზების გაყრა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა არა ამ დირექტივით, არამედ თავიანთი ნებით იმოქმედეს და არ აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელიც თანახმა იქნებოდა ნებისმიერი დირექტივის შესრულებაზე

იმედი|imedinews.ge

ერთი, რაც ამ დამოკიდებულებას ლაიტმოტივად გასდევს არის ის, რომ ისინი ულტიმატუმის ენით საუბრობენ საქართველოსთან, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით, თუკი არსებობს საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგის აღდგენის სურვილი, მაშინ მას არ უნდა სდევდეს მუქარის ენა და ცრუ ნარატივზე აგებული რეზოლუციები.

ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ევრობიუროკრატებსა და ქართველ ხალხს შორის ხიდი მას შემდეგ ჩაიმტვრა, რაც საქართველოს მოსახლეობამ არ შეასრულა მათი დირექტივები და არჩევანი გააკეთა ეროვნულ ხელისუფლებაზე.

„მთავარი არის საიდან მომდინარეობს ეს ყველაფერი. მთელი პრობლემა სწორედ იმაშია, რომ ევრობიუროკრატიამ და ევროკავშირის გარკვეულმა წრეებმა თავიდანვე აირჩიეს ერთი მიმართულება - მათ ჩათვალეს, რომ საქართველოში ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რა პოლიტიკა უნდა გაატაროს საქართველოს ხელისუფლებამ, თავიდან ბოლომდე უნდა ყოფილიყო მათი გადასაწყვეტი. ანუ დირექტივა მოვიდოდა გარედან, თუ ვინ და რა დოზით უნდა ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლებაში წარმოდგენილი და შემდგომ რა პოლიტიკა უნდა ეტარებინა მათ მიერ ხელდასხმულ ხელისუფლებას. აქ მოხდა გზების გაყრა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა არა ამ დირექტივით, არამედ თავიანთი ნებით იმოქმედეს და არ აირჩიეს ის ხელისუფლება, რომელიც თანახმა იქნებოდა ნებისმიერი დირექტივის შესრულებაზე. ამ დამარცხების შეუგუებლობასთან გვაქვს ჯერჯერობით ჩვენ საქმე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 155 სტატია.

  • ევროკავშირის სასამართლომ რომან აბრამოვიჩის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვაBM.GE
  • შალვა პაპუაშვილი: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა არაკვალიფიციურიაფორმულა
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
  • უკრაინელი ბავშვები ჩრდილოეთ კორეის ბანაკში - ევროკავშირი სანქციებს ამზადებსტვ პირველი
ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი