მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა
ირაკლი ქადაგიშვილი კაია კალასის განცხადებაზე, რომ ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოში: ეს განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა

იმედი|imedinews.ge

კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა, - აღნიშნა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა კაია კალასის განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, კაია კალასმა ის კი არ აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოში ყოფნა საქართველოსვე უქმნის საფრთხეს, რა არის საფრთხის შემცველი ევროპისთვის, ამას გაუსვა ხაზი.

„კაია კალასის განცხადება სწორად იქნებოდა ფორმულირებული, თუ იტყოდა, რომ ეს პირველ რიგში საქართველოს უქმნის საფრთხეს. ამ შემთხვევაშიც მისთვის საქართველო არ აღმოჩნდა საფრთხის პირველი და მთავარი ობიექტი. აღმოჩნდა შორს მყოფი ევროკავშირი, საქართველო გამოტოვა. ანუ საქართველოს არ უქმნის ეს საფრთხეს და ევროპას უქმნის? იმიტომაც ვერ თქვა ჯერ, რომ პოლიტიკური და დიპლომატიური სიღრმე არ ეყო. და მეორეც, ძალიან უჭირდათ ამ გამწვავებულ ომამდე სიტყვა ოკუპაციის ხსენება ევროპაში რუსეთთან მიმართებაში. საერთოდ არ ახსენებდნენ, დოკუმენტში ჩაწერა არ უნდოდათ ამ სიტყვის.

საქართველო არ შეიძლება იყოს საჯილდაო ქვა. შენ თუ გინდოდა საქართველოს დეოკუპაციაზე რეალური საქმიანობა, ალბათ 2008 წლის შემდგომ უფრო მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა გაგეტარებინა, ამ შემთხვევაში კაია კალასი მაშინ ალბათ არ იყო, მაგრამ ზოგადად ვამბობ ამ საკითხზე ევროკავშირის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. ჩვენზე კარგად ვინ იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია. ჯერ სულ მცირე, ამ კონკრეტულ განცხადებაში იმით უნდა დაეწყო საუბარი თუ რას წარმოადგენს ოკუპაცია საქართველოსთვის. და ოკუპაციაზე საუბრის დროს უნდა გაეთვალისწინებინათ ისიც, რომ ევროპარლამენტი ამ ოკუპირებულ ქვეყანას რომ მოუწოდებდა რუსეთთან კონფრონტაციისკენ, მაშინ ეს საფრთხე როგორი იქნებოდა უფრო გონივრულად რომ შეეხედათ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში ევროკავშირის შემთხვევაში ერთ-ერთ მოთხოვნად საქართველოდან და მოლდოვიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხს დააყენებს. მისი თქმით, ევროპული უსაფრთხოების ინტერესშია, რუსული ჯარები არ იყვნენ საქართველოსა და მოლდოვაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ობიექტებზე

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 37 სტატია.

  • ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის არმიამ ბაჰრეინში მდებარე აშშ-ის ობიექტებზე იერიში მიიტანარუსთავი 2
  • სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს - გაიგეთ მიზეზიტვ პირველი
  • სეს-მა სადგურის მოედნის მიმდებარედ ერთ-ერთ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერაBM.GE
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
ობიექტებზე →ევროკავშირის →რუსული →

მსგავსი სტატიები

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

იმედი

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

იმედი

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ