მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ირაკლი ქადაგიშვილი მოლდოვაზე: საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, შენი ქვეყნის მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა მოისმინონ. ეს დემოკრატიაა?
ირაკლი ქადაგიშვილი მოლდოვაზე: საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, შენი ქვეყნის მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა მოისმინონ. ეს დემოკრატიაა?

იმედი|imedinews.ge

საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, შენი ქვეყნის მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა მოისმინონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა მოლდოვას მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კერძოდ, მოლდოვამ სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უარი განმარტების გარეშე უთხრა.

დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების გამო, „იმედი”, „რუსთავი ორი“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი.

ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, საბოლოო ჯამში ამით ვერც საქართველოს დააკლებენ ბევრ რამეს, ვერც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავენ.

„მოლდოვას გადაწყვეტილება, საგარეო საქმეთა მინისტრი უნდა ჩავიდეს, ანუ რას გეუბნებიან, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, შენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი რომ ჩამოვა, მას საშუალება არ უნდა ჰქონდეს, რა თქვა, რა ილაპარაკა, მისი ქვეყნის მოქალაქეებმა ეს ყველაფერი მოისმინონ. ეს დემოკრატიაა? ეს პლურალიზმია? ეს სიტყვის თავისუფლებაა თუ რა არის? თუ მიზანი სხვა რამეა, რომ იქნება რამენაირად ამ მინისტრის ვიზიტი ჩაშალონ, ვინაიდან იციან, რომ ყოველი ვიზიტი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით ხორციელდება, საქართველოსთვის საბოლოო ჯამში პოზიტივია და ამ ცრუ ნარატივებს ერთგვარად ანეიტრალებს. აქ ბევრი მიზანი და მიზეზი შესაძლოა გააჩნდეს ამ ყველაფერს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საბოლოო ჯამში ამით ვერც საქართველოს დააკლებენ ბევრ რამეს, ვერც სიტყვის თავისუფლებას შეზღუდავენ ჩვენს ქვეყანაში და მერწმუნეთ ერთი რამე, ის რაც დღეს საქართველოს განვითარების გზაზე ხდება, არცთუ შორეულ მომავალში ევროპის ძალიან ბევრი ქვეყნისთვის ერთგვარი სამაგალითო და გზამკვლევი გახდება“, - აღნიშნა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მინისტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 202 სტატია.

  • დამატებითი პოლიტიკური რგოლის შექმნა რეგიონებს ვერ გააძლიერებს - დავით მელუა რეგიონული პოლიტიკის მინისტრის აპარატზეBM.GE
  • გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდარუსთავი 2
  • შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, მას მდინარაძე დაიკავებსფორმულა
  • ამაღლობელის საქმე საჯაროდ და კერძო საუბრებში წამოვჭერით – ბრიტანელი მინისტრინეტგაზეთი
მინისტრი →

მსგავსი სტატიები

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

ეროვნული ბანკი მოსახლეობას „ფინანსური პირამიდების“ შესახებ აფრთხილებს

იმედი

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

მარნეულში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არარეგისტრირებულ სარეალიზაციო ობიექტს ეკონომიკური საქმიანობა შეუჩერდა

იმედი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ჯგუფმა ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მეხუთედ მიიღო მონაწილეობა

იმედი

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი